წარმატებულ ქართველ მოდელს, ლიკუნა ხაჭაპურიძეს, სოციალურ ქსელში ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და გამომწერებს ხშირად უზიარებს პირად ფოტოებს, სასარგებლო რჩევებს და სთავაზობს არაერთ გათამაშებასაც. მისი ორიგინალური ფოტოები გულშემატკივრების მხრიდან ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამჯერად ლიკუნა ხაჭაპურიძე გულშემატკივრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს და წერს, რომ მან პირველი კოლექცია შექმნა: „არ მჯერა, რომ ამ დიდ ბედნიერებას გიზიარებთ, რომელიც 8 თვის განმავლობაში თქვენთვის იქმნებოდა. ძალიან რთული იყო ამ ყველაფრის დაფარვა, ერთი სული მქონდა მეთქვა თქვენთვის, რომ მე გავაკეთე ჩემი პირველი კოლექცია. ამაში ჩავდეთ მთელი გული, სული, ენერგია და დრო. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის აზრი და მხარდაჭერა ჩემთვის. ამას რომ ვწერ, მეტირება“ - წერს ლიკუნა ხაჭაპურიძე. როგორც მოდელმა განმარტა, კოლექცია ორი ხაზისგან შედგება და 17 დეკემბრიდან ის მსურველებს როგორც კლასიკურ, ისე სპორტულ სამოსს შესთავაზებს.