მეგან ფოქსი დააფიქსირეს მაღალი კლასის პლასტიკური ქირურგისგან გამოსვლის დროს და, ფოტოების მიხედვით, მისი ტუჩები უფრო მეტად მოცულობითი ჩანდა. ფოქსი ცდილობდა, თავისი სახე ბეისბოლის კეპით, პერანგითა და ჰუდით დაემალა. ასევე, ცდილობდა გაქცევას ხალხმრავალი ადგილიდან. ის პლასტიკური ქირურგი, რომელთანაც მეგან ფოქსმა თავისი ტუჩების მოცულობა გაზარდა, როგორც ჩანს, ბევრი პოპ-ვარსკვლავისთვის ნაცნობი ექიმია. მისი კლიენტები იყვნენ კიმ კარდაშიანი, ქრის ტიგენი, კორტნი კარდაშიანი. კამერის დანახვისას მან ტუჩებზე ხელი მიიფარა. პლასტიკური ქირურგი, რომელთანაც მეგანი იმყოფებოდა, ყველა სახის პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს კერძო კლინიკა „diamond face institute”-ში. არ არის დადასტურებული ის, რომ მეგან ფოქსს ჰქონდა რაიმე სახის პლასტიკური პროცედურა ჩატარებული, მაგრამ, რამდენიმე ფოტოზე დაყრდნობით, მისი ტუჩები მოცულობით უფრო დიდი და „სავსე“ ჩანდა, ვიდრე წარსულში.
მეგან ფოქსისა და მისი შეყვარებულის, Machine Gun Kelly-ს მიმართ ყურადღება განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც რეპერი და ცნობილი სპორტსმენი კონორ მაკგრეგორი ერთმანეთს წითელ ხალიჩაზე დაუპირისპირდნენ. მეგან ფოქსი და მისი შეყვარებული ერთმანეთს სიყვარულში 2020 წლის ივლისში გამოუტყდნენ, მას შემდეგ, რაც სიმღერის კლიპი „bloody valentine” გამოვიდა. მათ შექმნეს თავიანთი დებიუტი წითელ ხალიჩაზე, ამერიკის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, ნოემბერში და ამის შემდეგ უფრო და უფრო ძლიერდება მათი ურთიერთობა. ფოქსის შეყვარებული უცებ დაზიანდა, როცა ცდილობდა ფოქს ქელის დახმარებას. ქოლსონ ბეიქერმა თქვა, რომ მან ისროლა დანა, რომელიც მას აჩუქა ტრევისმა, მაგრამ როცა სცადა, რომ დაეჭირა ის, მან უცებ ხელი გაიჭრა. „შენ იცი, როგორ უნდა ისროლო ის, მაგრამ ხარ თუ არა მზად, შემდგომში რომ დაიჭირო დანა?" - თქვა მან ღამის შოუს ეთერში.
ავტორი: ია რომანაძე