მოდელები

„მადლობა 2021-ს კირასთვის... ამაზე ტკბილი რამე არის?“ – „მის საქართველო“ თამთა შედანია მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

„მადლობა 2021-ს კირასთვის... ამაზე ტკბილი რამე არის?“ – „მის საქართველო“ თამთა შედანია მეუღლესთან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს
„მის საქართველო 2012“, "მის სამყაროსა“ და "მის მსოფლიოს" მონაწილე, წარმატებული მოდელი თამთა შედანია სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას 24 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომელთაც პირად თუ ოჯახურ ფოტოებს ხშირად უზიარებს და უამრავ კომპლიმენტსაც იღებს.



როგორც ცნობილია, თამთა შედანია რამდენიმე თვის წინ რატი რატიანზე დაინიშნა. რატი პროფესიით ინტერიერის დიზაინერია და, თამთასგან განსხვავებით, სოციალურ ქსელში აქტიურობით არ გამოირჩევა. თამთა და რატი ცოტა ხნის წინ მშობლები გახდნენ, მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც კირა დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ
ქსელში თავად თამთამ გამოაქვეყნა და გამომწერებს ახალშობილთან ერთად გადაღებული ფოტოც გაუზიარა: „კეთილი იყოს შენი მობრძანება, კირა რატიანი“ - წერს მოდელი. ამჯერად თამთა შედანია მეუღლესა და შვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს: „მადლობა 2021-ს კირასთვის“ - წერს ის. მოდელის ოჯახურმა ფოტოებმა გამომწერებისგან დიდი მოწონება და უამრავი კეთილი სურვილი დაიმსახურა. 



FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93