„ბუნება თავისი მშვენებით, როდესაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ერწყმის“ - ნაომი კემპბელის გამაოგნებელი ფოტოები და ეგზოტიკური არდადეგები - Marao

„ბუნება თავისი მშვენებით, როდესაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ერწყმის“ - ნაომი კემპბელის გამაოგნებელი ფოტოები და ეგზოტიკური არდადეგები

2022-01-11 15:58:43+04:00

51 წლის მოდელი ნაომი კემპბელი გულშემატკივრების გაოცებას არ წყვეტს და სოციალურ ქსელში ეგზოტიკურ კადრებს აქვეყნებს. როგორც ჩანს, მან საახალწლო არდადეგების გატარება ყატარში გადაწყვიტა და ულამაზეს გარემოში საოცარი ფოტოსესია მოაწყო. „ბუნება თავისი მშვენებით, როდესაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ერწყმის“ - ასე ასათაურებს ის საკუთარ ფოტოებს. „ვალენტინოს“ ორეულში გამოწყობილმა მოდელმა აქლემითაც გაისეირნა და ადგილობრივ კულტურასაც გაეცნო.