მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. წლების წინ მისმა გარეგნობამ ბევრი ადამიანის გული მოიგო და დღეს მას უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. მოდელი მათთან კომუნიკაციას სოციალური ქსელის საშუალებით ახერხებს.
ამჯერად თაკო ჩხეიძე ულამაზეს კადრებს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან აქვეყნებს. მოდელმა საახალწლო არდადეგების გატარება ცხელ უდაბნოსა და ზღვის სანაპიროზე გადაწყვიტა. ის აბუ-დაბიში მოგზაურობს, ადგილობრივ ტრადიციებს ეცნობა და ფოტოებსა და ვიდეოებს გამომწერებსაც უზიარებს.