90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი და წარმატებული სუპერმოდელი ლინდა ევანგელისტა ამბობს, რომ მისი გარეგნობა სამუდამოდ დეფორმირებული დარჩა, მას შემდეგ, რაც ცხიმის შემცირების, გასახდომი პროცედურა ჩაიტარა. მოდელის თქმით, პროცედურის შემდეგ მან პირიქით, წონაში ძალიან მოიმატა და ამ ყველაფერმა მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. აღნიშნულის შესახებ ევანგელისტამ პოსტი "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა.
56 წლის ლინდა ამბობს, რომ მან ცხიმის შემცირების იშვიათი პროცედურა 5 წლის წინ ჩაიტარა, ხოლო მიღებული მძიმე შედეგის გამოსასწროებლად ორი ოპერაცია გაიკეთა და ორივე მათგანი უშედეგო აღმოჩნდა.
ეს ფოტო 2009 წელსაა გადაღებული
"ამ პროცედურის შემდეგ ისეთი დავრჩი, რომ როგორც მედია წერდა, ჩემი ცნობა შეუძლებელი იყო“, - წერს მოდელი. ევანგელისტას განმარტებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომლის გამოც, საჯაროდ გამოჩენაზე წლებია უარს ამბობს...გაგრძელება