2022 წლის 28 იანვარი ვერსაჩეს ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარი გმირები ჯიჯი და ბელა ჰადიდები არიან. ცნობილი დები პირადად აირჩია დონატელა ვერსაჩემ და განმარტა, რომ არ არსებობს სხვა ადამიანი, რომელიც უკეთესად ატარებს ბრენდის ღირებულებებს. "მინდა, რომ ეს კამპანია თბილ ჩახუტებას ჰგავდეს", - დასძინა დიზაინერმა.
თავად დები ერთად გადაღებას ოცნების ახდენას უწოდებენ. გარდა ამისა, ეს არის ჯიჯის პირველი „ოფიციალური“ სესია, სადაც თმის ახალი ფერით გადაიღეს. როდესაც მოდელმა პირველად შეიღება თმა წითლად, დებიუტი შედგა „ვერსაჩეს“ 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის ჩვენებაზე.
შესაძლოა მოდელს უბრალოდ მობეზრდა კაშკაშა წითელი ელფერი, ან შესაძლოა, ბოიფრენდთან და მისი შვილის მამასთან, ზეინ მალიკთან დაშორებამ მასზე გავლენა მოახდინა. როგორც უნდა იყოს, მას წარმოუდგენლად უხდება ახალი ფერი, რომლის ავტორიც კოლორიტი ელიზაბეტ ზალცერი იყო.
იხილეთ ფოტოები