მოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ძველ ფოტოებს აზიარებს და ვრცელ პოსტს აქვეყნებს: „ეს ფოტო არის გადაღებული 8 წლის წინ! იმის მიუხედავად, რომ თითქოს დიდი დრო არ გასულა, მგონია, რომ ძალიან პატარა გოგოს ვგავარ ამ ფოტოში. ძალიან ცოტა მაკლდა, ფოტო რომ ვნახე, ბენისთვის მეთქვა, ვის შევწირე ჩემი ახალგაზრდობა-მეთქი, თავი შევიკავე. ყველა ასაკს აქვს თავის ხიბლი, არამხოლოდ განწყობას და ყოფას, გარეგნობასაც ვგულისხმობ. იცვლება სხეული, იხვეწება სახის ნაკვთები. მინდა ისევ 21 წლის ვიყო, განა არ მინდა, მაგრამ ისიც მინდა, 56-ის ვიყო, ვნახო, როგორი ვიქნები. მოკლედ, რისი თქმა მინდა, ცოტა კი შემაქანა, ეს ფოტო რომ ვნახე, თვალში მომხვდა განსხვავება (არ დაიწყოთ, იმდენი რაღაც გაქვს გაკეთებულიო, თვალებს ვგულისხმობ, ახალგაზრდაა). მაგრამ მერე მივხვდი, ყველა ასაკს თავის ხიბლი აქვს და უნდა დავტკბეთ. არ შეიძლება უკან იხედებოდე და ნატრობდე წარსულს. ძალიან მნიშვნელოვანია, იცხოვრო დღევანდელი და ხვალინდელი დღით! არ ჩაეჭიდოთ იმას, რაც იყო, შექმენით ახალი ან გახდით უკეთესი. მოკლედ, იყურეთ წინ და მხოლოდ ხანდახან უკან” - წერს ნუკი კოშკელიშვილი.