ნინო ცქიტიშვილის სახელი უამრავ წარმატებულ მოდელთან ასოცირდება. მათ შორისაა მატილდა გვარლიანი, მარიშა ურუშაძე და სხვა ქართველები, რომლებმაც საერთაშორისო პოდიუმები დაიპყრეს.
ნინო "მის საქართველო 1997" და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამოდელო სააგენტოს, Look Models-ის დამფუძნებელია.
გასაკვირი არ არის, რომ სილამაზე, რომლითაც ნინომ ხალხს თავი დაამახსოვრა და შეაყვარა, უკვალოდ არ გამქრალა და გენეტიკურად მის ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს გადაეცა.
საზოგადოებაში თაკოს და ნინოს ერთმანეთს ძალიან ხშირად ადარებენ. თაკო ბოლო დროს სოციალურ ქსელსა და სამოდელო სფეროში აქტიურად ჩართული არაა, თუმცა მან უამრავი ცნობილი დიზაინერის პოდიუმი დაამშვენა და "არმანის" სახეც გახდა.
მოდელმა განსაკუთრებით დიდი სიყვარული ,,ვიქტორია სექრეთის’’ მაღაზიასთან გადაღებული სახუმარო ვიდეოთი დაიმსახურა, რომელსაც ქართველებისგან უამრავი დადებითი კომენტარიც მოჰყვა, თუმცა, ამის საპირისპიროდ, უცხოურ მედიაში საკმაოდ ბევრი ნეგატიური კომენტარი მიიღო.
ნახეთ ფოტოები, სადაც დედა-შვილს ერთმანეთისგან ვერ განასხვავებთ:




