ფრანგი სუპერმოდელი და მსახიობი ლეტიცია კასტა კორსიკაში დაიბადა და თავისი ბუნებრივი სილამაზით, მარტივი ელეგანტურობით და ნათელი სახით მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ლეტიციას სილამაზის რუტინა საკმაოდ მარტივად და მიმზიდველად გამოიყურება.
„ყველაფერი ბუნებრივი მიყვარს, მხოლოდ წყალს და საპონს ვიყენებ სახეზე. ჯანსაღი ჰაერი აუცილებელია ჩემთვის, სეირნობა მიყვარს და არასდროს მავიწყდება მზისგან დამცავი კრემის წასმა.
ბევრ წყალს ვსვამ და დღეში ერთ ჭიქა ღვინოს, რომელიც ლოყებზე სასიამოვნო შეფერილობას მაძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ ამის ბევრს არ სჯერა, ყველაფერს ვჭამ, რაც მინდა, ხორცის და ტკბილეულის ჩათვლით. განსაკუთრებით მიყვარს იაპონური სუში ან თევზი ბევრი ბოსტნეულით. ერთადერთხელ ვიყავი დიეტაზე და ისიც 12 წლის ასაკში.
სპორტი არ მომწონს. შესაბამისად, დარბაზშიც არ დავდივარ. შვილებს ვუვლი და ეს საკმარისია ჩემთვის.
დასვენებისთვის ცხელ აბაზანას და სურნელოვან სანთლებს ვიყენებ.
ჩემთვის სილამაზე ისეთ შარმთან ასოცირდება, როგორიც რომი შნაიდერსა და ნატაშა კინკსის ჰქონდათ.
ძალიან მიყვარს სუნამოები. ჰაერში ვასხამ ხოლმე და შემდეგ წვეთების ქვეშ დავდივარ. სუნამო ჩემთვის ჩაცმულობაზე მნიშვნელოვანია.“ - ამბობს მოდელი.
როგორ გამოიყურებიან ერთ დროს ყველაზე ლამაზი ფრანგი მსახიობები
"მის სამყარო 2021" ჰარნააზ სანდჰუს წონის კლების ტრანსფორმაცია, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება
„მე მას მაშინ შევხვდი, როცა შეყვარებულთან განშორების გამო გულგატეხილი ვიყავი... როცა ვენსანი დავინახე, მაშინვე მივხვდი, რომ ის ის იყო, ჩემი ბედი “ - ტინა კუნაკმა ვენსანთან პირველი შეხვედრა გაიხსენა