ნაომი კემპბელისა და იტალიელი მილიარდერის მოულოდნელი გამოჩენა - ვინ არის ერნესტო ბერტარელი, რომელთან ერთადაც სუპერმოდელი პაპარაცებმა გადაიღეს - Marao

ნაომი კემპბელისა და იტალიელი მილიარდერის მოულოდნელი გამოჩენა - ვინ არის ერნესტო ბერტარელი, რომელთან ერთადაც სუპერმოდელი პაპარაცებმა გადაიღეს

2022-05-31 11:20:00+04:00


ნაომი კემპბელის მორიგ გამოჩენას მოდის სფეროში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სუპერმოდელმა კვირას მონტე-კარლოში ორიგინალური სტილი მოირგო და არჩევანი Nike Dunk-ის მაღალყელიან ფეხსაცმელზე შეაჩერა, რომელსაც თეთრი კაბა შეუხამა. სტილის გამოსაკვეთად მან ყელზე მიბჯენილი სამკაული შეარჩია, რომელიც კიდევ უფრო თვალისმომჭრელი გახადა Delvaux CoolBox-ის ჩანთამ.

გარდა ელეგანტური და მომხიბვლელი ნაომისა, მედიის ყურადღება მის გვერდით მყოფმა მამაკაცმაც მიიპყრო. ერნესტო ბერტარელი სუპერმოდელს ღია ფერის სამოსსა და შავ სათვალეში უმშვენებდა გვერდს.

გასულ წელს ერნესტო მეუღლეს, კირსტი ბერტარელს დაშორდა და, გავრცელებული ინფორმაციით, განქორწინებისთვის 350 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ეს მას ისტორიაში ბრიტანეთში ყველაზე ძვირად ღირებული განქორწინების ავტორად აქცევს.

წყვილი, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, ერთობლივად მე-14 ადგილზე იყო 2021 წლის Sunday Times Rich List-ში. მათი ქონება შეფასებული იყო 9,2 მილიარდ ფუნტ სტერლინგად.

ნაომისა და ერნესტოს ერთად გამოჩენას უამრავი ადამიანი სიხარულით შეხვდა, თუმცა დეტალები მათი ურთიერთობის შესახებ ცნობილი არ არის.