პოლინა მოდის სამყაროს დაპყრობაზე ოცნებობს, მან უკვე გაიარა პოდიუმზე პარიზში და ცნობილი მოდის სახლების ყურადღებაც მიიქცია.
მთელი ბავშვობის მანძილზე პოლინა სტეპკინა უყურებდა, როგორ სცემდა მთვრალი მამა დედას. ცოტა რომ გაიზარდა, საკუთარი თავის დაცვა დაიწყო. რამდენჯერმე გოგონა საავადმყოფოში ტვინის შერყევითა და მოტეხილობებით მოხვდა, თუმცა არცერთ ზრდასრულს მისი პრობლემები სერიოზულად არ მიუღია.
მან პატარა ასაკში შეწყვიტა დახმარების ლოდინი, ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე სახლიდან გაიქცა და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თავად გახდა. ახლა მოდელად მუშაობს და ოცნებობს, რომ ერთ დღეს რომელიმე ცნობილი სააგენტო მილანში წაიყვანს.
როგორც თავად პოლინა სტეპკინა აღიარებს, ის დისფუნქციურ ოჯახში დაიბადა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო: მშობლები თაყვანს სცემდნენ მას, ანებრივრებდნენ სათამაშოებით და შაბათ-კვირას მიჰყავდათ სასეირნოდ. მაგრამ შემდეგ მამამისმა დაიწყო დალევა.
ის ძლიერი კაცი იყო და ორი ომი გამოიარა, მაგრამ ასაკთან ერთად სულ უფრო ურთულდებოდა წარსულის საშინელ მოგონებებთან გამკლავება. თავიდან მხოლოდ შვებულების დროს სვამდა, ბოლოს კი ერთი დღეც არ იყო ხოლმე ფხიზელი.
მაშინ პოლინა ვერ აცნობიერებდა რომ ასე ცხოვრება არ იყო ნორმალური. ყოველთვის, როცა მამა სახლში მოდიოდა, ის თავის ოთახში იკეტებოდა და შიშისგან კანკალებდა.
„შვიდი წლის ასაკში, როგორც ახლა მახსოვს, მამა სამსახურში იყო, მე კი სახლში. სახლის ტელეფონზე დარეკა და მე არ ვუპასუხე. ამის გამო თავი კედელზე მიმარტყმევინა“, - იხსენებს მოდელი.
რთულმა ცხოვრებამ გოგონა სწრაფად გაზარდა: დედამისი მუშაობდა სამ სამუშაოზე, ამიტომ სკოლის შემდეგ მას არა მხოლოდ საშინაო დავალების შესრულება, არამედ უმცროდი დის მოვლაც უწევდა.
როდესაც პოლინა მე-4 კლასში გადავიდა, მამამ მას მკლავი მოიტეხა და მთელი თვე მოუწია თაბაშირით სიარული. გოგონას დედამ ექიმებს და მასწავლებლებს სიმართლე დაუმალა და თქვა რომ პოლინა მოედანზე თამაშის დროს დაეცა.
დედას წასასვლელი არსად ჰქონდა, ბინა, რომელშიც ის ქალიშვილებთან ერთად ცხოვრობდა, ქმრის მშობლებს ეკუთვნოდა.
პოლინას დედა დიდ დროს ატარებდა სამსახურში და იშვითად ჩნდებოდა სახლში, მამა კი ცოლის ჯავრს პოლინაზე იყრიდა. 12 წლის რომ იყო, გოგონამ ახალი ჰობი იპოვა, ის მეზობელ ქალაქებს ღონისძიებების ორგანიზებაში ეხმარებოდა. ერთხელ გარეთ ჩვეულებრივზე გვიან დარჩა და ეგონა, რომ მამამისმა ეს ვერ შეამჩნია, თუმცა ღამით კაცი მის საძინებელში შეიჭრა და ცემა დაუწყო მანამ, სანამ პოლინამ გონება არ დაკარგა და საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგნოზით არ მოხვდა.
არცერთი ზრდასრული, ვისთანაც იგი ცდილობდა ეჩივლა პრობლემებზე, სერიოზულად არ აღიქვამდა მის სიტყვებს.
”როდესაც მე ვსაუბრობ ამ სიტუაციაზე, ზოგიერთი ზრდასრული ამბობს: ”კარგი, ეს არის ასეთი აღზრდის მეთოდი. ბავშვებს მათრახით სცემდნენ და არ წუწუნებდნენ“. მაგრამ ეს არ არის ნორმალური – ბავშვები ძალით არ უნდა აღზარდონ. ამიტომ მამაჩემს ტირანს ვუწოდებ, ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია. ” - ამბობს პოლინა.
ასეთ გარემოში ცხოვრებამ ასევე იმოქმედა სკოლაში სწავლაზე - პოლინამ უფრო და უფრო ხშირად დაიწყო ცუდი შეფასებების მიღება. არცერთი ზრდასრული მას არ ეხმარებოდა და თანატოლებისგან მხარდაჭერას ეძებდა, მაგრამ კლასელები მას მხოლოდ დასცინოდნენ. იცინოდნენ იმაზე, რომ ცუდად ეცვა, ბევრჯერ უწოდეს "სულელი და ღარიბი". ბულინგის გამო პოლინას თვითმკვლელობაზე ფიქრებიც კი ჰქონდა.
საკუთარი ჰობი დაეხმარა პოლინას რომ კვლავ ეპოვა ძალა ცხოვრების გასაგრძელებლად: მან დაიწყო მონაწილეობის მიღება საქველმოქმედო სპექტაკლში "დედა" და სწორედ თეატრალურ სტუდიაში გაიცნო პირველი მეგობრები.
პოლინამ დაარწმუნა დედა, დაეტოვებინა ტირანი ქმარი და ეიქრავებინა ბინა, თვითონ კი მასთან გადავიდოდა საცხოვრებლად. რამდენჯერმე მათ მთვრალმა მამამ მიაკითხა და ყველას ფანჯრიდან გადაგდებით ემუქრებოდა, მაგრამ დედამისი მასთან აღარასდროს დაბრუნებულა.
როდესაც პოლინა სტეპკინა 17 წლის გახდა, იგი დედისგან ცალკე საცხოვრებლად გადავიდა და სტუდია იქირავა. ფულის შოვნის მიზნით გოგონა ავრცელებს ბუკლეტებს, რეცხავს იატაკებს და მუშაობს შოურუმების მოდელად.
ის ოცნებობს კარიერის აშენებაზე მოდის სამყაროში: ფოტოგრაფები ხშირად ეუბნებიან პოლინას, რომ მას დასამახსოვრებელი გარეგნობა აქვს.
„იტალიაში ჩავფრინდი, შემომთავაზეს პარიზში მოდის კვირეულის გახსნა, ჩემთან კონტრაქტის გაფორმება უნდოდათ, მაგრამ კოვიდმა შეგვიშალა ხელი. მერე ორი ჟურნალის გარეკანზე და გვერდებზეც გამოვჩნდი. ახლა ველოდები საზღვრების გახსნას,“ - ამბობს ის.
მაგრამ მას არ სურს რომ იყოს მხოლოდ მოდელი და ოცნებობს ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებაზე.