კრისტი ყიფშიძე უმშვენიერესი საქორწინო კაბით ყოფილ მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად გამოჩნდა - Marao

კრისტი ყიფშიძე უმშვენიერესი საქორწინო კაბით ყოფილ მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად გამოჩნდა

2022-06-01 10:15:29+04:00


დიზაინერ დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე მოდელი და მსახიობი კრისტი ყიფშიძე თეთრი საქორწინო კაბით წარდგა, რომელიც ჩვენების საკულტო კაბად იქცა. კრისტიმ პოდიუმზე მამამთილთან, ზურა ყიფშიძესთან ერთად გაიარა.

კრისტის გამოსვლის ვიდეო სოციალურ ქსელში მისმა შვილმა ნატალია ყიფშიძემ განათავსა. თავად 44 წლის მოდელი კრისტი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და "ინსტაგრამის" გამომწერებს საკუთარ ყოველდღიურობას ხშირად უზიარებს.

კრისტი ყიფშიძე გიორგი ყიფშიძის ცოლთან, ენი გასოევთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

„ამ დროს უკვე სამი თვის ორსული ვიყავი…მამამ რომ გაიგო ჩემი ამბავი, ერთი თვე არ მელაპარაკებოდა. ახლა კი, გიორგი ძალიან უყვარს...“ - გიორგი ყიფშიძისა და ენი გასოევის ოჯახური იდილია

ნატალია ყიფშიძის სიურპრიზი კრისტი ყიფშიძეს პირდაპირ ეთერში (ვიდეო)