რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის რუსულ აბაზანაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ირინამ „სთორიზე“ სალათის ფოტო დადო წარწერით: „rusianZZ on wednaday“, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან შეიკის გამომწერებმა „Z” რუსეთის მხარდასაჭერ ნიშნად აღიქვეს.
სკანდალს იმდენად მასშტაბური სახე მიეცა, რომ შესაძლოა, ირინასთან უამრავმა ცნობილმა ბრენდმა გაწყვიტოს კონტრაქტი. თავად 36 წლის მოდელმა ფოტო მალევე წაშალა და „ინსტაგრამ სთორიში“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა:
„ხანდახან სალათა უბრალოდ სალათას ნიშნავს. გპირდებით, ჩემს ფოტოში არანაირი პოლიტიკური შეტყობინება არ იმალება“ - დაწერა მოდელმა.