მოდელები

"მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და ვტკბები თითოეული წამით" - ნახეთ, როგორია ლეგენდარული ჟიზელ ბუნდჰენის ყოველდღიურობა და თავის მოვლის რუტინა

"მე მიყვარს ჩემი ცხოვრება და ვტკბები თითოეული წამით" - ნახეთ, როგორია ლეგენდარული ჟიზელ ბუნდჰენის ყოველდღიურობა და თავის მოვლის რუტინა
დედა, ეკოაქტივისტი, ქველმოქმედი, ცხოვრების წესის დამცველი, ლეგენდარული სუპერმოდელი და „დიორის“ სახე, ჟიზელ ბუნდჰენი 42 წლის გახდა. მთავარი სიახლე კი ისაა, რომ ჟიზელი მოდის სამყაროს დაუბრუნდა. ერთი წლის წინ ჟიზელმა სამოდელო სააგენტო The Lions Management-თან დაიწყო მუშაობა. ბუნდჰენი იზრუნებს კომპანიის სოციალურ და გარემოსდაცვით ინიციატივებზე. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო და როგორ მოახერხა ცხოვრების წესის შეცვლა, მისი ბოლო ინტერვიუდან გახდა ცნობილი.

-გვითხარით რა შთაგაგონებთ Dior-ში?
- ეს ლეგენდარული ბრენდია! Dior-თან მუშაობა ჩემი კარიერის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. 1990-იანი წლების
ბოლოს, პირველი მოდის ჩვენებისა და სარეკლამო გადაღებების შემდეგ, ჩვენი ურთიერთობა ყოველთვის პატივისცემაში გამოიხატებოდა. მადლობელი ვარ ამ ბრენდთან ახალ ამპლუაში მუშაობის შესაძლებლობისთვის.
გარდა ამისა, Dior იღებს ვალდებულებას, შეამციროს ნარჩენები, გამოიყენოს ბუნებრივი რესურსები და აქტიურად შეიტანოს ბუნებრივი ინგრედიენტები მის პროდუქტებში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

-როგორ გავხადოთ ყოველდღიური სილამაზის რუტინა ჩვენი ცხოვრების ნაწილი?
-მთავარია ყოველი წამის დაფასება. გაიგეთ რას და რატომ აკეთებთ და რა სარგებელი მოაქვს მას. თუ ზრუნავთ თქვენს კანზე, მაშინ ფრთხილად და სიამოვნებით გააკეთეთ ეს. გადაწყვიტე სპორტდარბაზში წასვლა? დაუთმეთ დრო ვარჯიშს და არ წაიღოთ ტელეფონი. სახლში დრო მთლიანად დაუთმეთ ბავშვებს, ოფისში კი სამუშაოს. მე შეგნებულად ვიღვიძებ ყოველდღე დილის 5:30 საათზე, ვმედიტირებ, ვაკეთებ იოგას და ვიცი რომ ამას საკუთარი თავისთვის ვაკეთებ.

-როგორ და რატომ გადაწყვიტე შენი ცხოვრების რადიკალურად შეცვლა?
-მე ვიწყებდი ჩემს დღეს ჭიქა ტკბილი ფრაპუჩინოთი, ყოველ საღამოს ვეწეოდი კოლოფ სიგარეტს და ვსვამდი ღვინოს. ვფიქრობდი, რომ ეს კარგი იყო, რადგან მეხმარებოდა მოდუნებაში. მაგრამ შემდეგ დაიწყო ძილის პრობლემები. დაღლილობას ვგრძნობდი და პანიკური შეტევები მქონდა, ვხვდებოდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა.
შეცვლას კვირები დასჭირდა. ჩვენ ვქმნით საკუთარ თავს - აზრებით, მოქმედებებით, ყოველდღიური არჩევანით. არავინ მოვა, ხელში აგიყვანს და დაგეხმარება შეცვლაში. არც ქმარი, არც დედა, არც მეგობრები. დილით ფრაპუჩინოს სმა შევწყვიტე, სიგარეტი შევამცირე, სირბილი დავიწყე. ახლა აღარ დავრბივარ, მაგრამ თავიდან ძალიან დამეხმარა.
შემდეგ ვისწავლე მედიტაცია, სუნთქვის ტექნიკის პრაქტიკა. ისინი დაეხმარნენ ჩემს შფოთვას. ბოლოს შევძელი ლიფტში ისე შევსულიყავი, რომ ჩემს კლაუსტროფობიას თავი არ გაეხსენებინა.

-ქალი, რომელიც შთაგაგონებს?
-დედა. ყველაზე ერთგული, კეთილი და უანგარო ქალი, რომელსაც ვიცნობ. მან მასწავლა როგორ უნდა ვიყო დამოუკიდებელი და საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება. სხვათა შორის, მაკიაჟს იშვიათად იკეთებდა და ალბათ ამიტომაც ვგრძნობ თავს კარგად დეკორატიული კოსმეტიკის გარეშე. ზოგადად უფრო ბუნებრივ სურათებს ვანიჭებ უპირატესობას. მინდა, რომ ჩემს ქალიშვილსაც უყვარდეს და დააფასოს საკუთარი თავი.



„პოდიუმზე დავდიოდი და ვოცნებობდი, რომ ეს ყველაფერი მამაჩემს არასდროს ენახა“ - ჟიზელ ბუნდჰენი რთული კარიერული პერიოდის შესახებ პირველად საუბრობს







FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რას ელოდებით ახალი წლისგან?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2627282930 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93