90-იანი წლების ლეგენდარული მოდელები: ნაომი კემპბელი, სინდი კროუფორდი და იმანი, ცნობილი ჟურნალის, W Magazine-ის საიუბილეო ნომრის გარეკანზე გამოჩნდნენ.
52 წლის კემპბელი, 56 წლის კროუფორდი და 67 წლის იმანი ფოტოებზე ფანტასტიკურად გამოიყურებიან და ყველაზე თამამ სამოსსაც ირგებენ.
საიუბილეო ნომრისთვის W Magazine-მა 17 მოდელი შეარჩია. მათ შორის არიან ძველი და ახალი თაობის ვარსკვლავები.