ულამაზესი და უმშვენიერესი მოდელი მატილდა გვარლიანი საზოგადოებაში სულ რაღაც 2-3 წლის წინ გამოჩნდა და ყველა დიზაინერისა და ფოტოგრაფის ყურადღება მალევე მიიპყრო. უცხო და ეშხიანი ვიზუალის მქონე მოდელი ნელ-ნელა მაღალ ეშელონებს იპყრობს და გაჩერებას არ აპირებს.
ცოტა ხნის წინ მატილდა Fendi Baguette-ის 25 წლის საიუბილეო ჩვენებაზე გამოვიდა. გვარლიანი Look Models Management-ის წარმომადგენელია.
ის არაერთხელ გამოსულა ისეთი ბრენდის ჩვენებებზე, მაგალითად, როგორიცაა Dolce & Gabbana და მიუღია მონაწილეობა ისეთი ბრენდების კამპანიაში, როგორებიცაა Fendi, RedValentino და ა.შ.