მონიკა ბელუჩი Style Magazine-ის ნოემბრის გარეკანზე გადაიღეს. ჟურნალი 26 ოქტომბერს გამოვიდა. პარიზში მცხოვრები იტალიელი მსახიობი პირველი ქალია, რომელიც ჟურნალის მთელ ისტორიაში გარეკანზე გამოჩნდა, ისევე, როგორც ძალიან ცნობილი მოდელი Lea T, რომელიც გადაღებაში მამაკაცის სმოკინგით იღებდა მონაწილეობას.
„პირველად ჟურნალ Style-ს გარეკანზე ჰყავს ქალი და ის არის ლეგენდა, რომელსაც მონიკა ბელუჩი ჰქვია” - წერს უცხოური მედია.

„ენერგია, თანაგრძნობა, ინტუიცია, ქარიზმა, მიზიდულობა - ქიმიისა და ფიზიკის შერწყმა, რომელიც ქმნის მატერიას და დამოუკიდებელია სტატუსის, დიდებისა და სილამაზისგან”, - ასე აღწერს მონიკა ბელუჩის კალასიბეტა. მან ბელუჩი პარიზში, გადასაღებ მოედანზე გაიცნო და ამბობს, რომ მონიკას ნამდვილად აქვს თანდაყოლილი ნიჭი, მიიქციოს ნებისმიერი ადამიანის ყურადღება და აღაფრთოვანოს ის.

ლორენტ ჰუმბერტის მიერ გადაღებული მონიკა ბელუჩი ქალურობისა და სილამაზის გამოხატულებაა. “მე ჩემი ოცნების შედეგი ვარ“ - ამბობს მონიკა სტეფანო მონტეფიორთან ინტერვიუში და საკუთარი განვლილი გზის გახსენებისას. ამბობს, რომ თუ ექნება არჩევანი, გააგრძელოს მუშაობა თუ იყოს საკუთარ ქალიშვილებთან, მაშინ ქალიშვილებს აირჩევდა.