"კონტაქტი არავისთან მაქვს, გარეთ მარტო არ მიშვებენ... საკუთარ თავთან ჭიდილი მიწევს" - როგორია წარმატებული ქართველის მოდელის, მარიამ მანაგაძის ახალი ცხოვრება და კარიერა დუბაიში - Marao

"კონტაქტი არავისთან მაქვს, გარეთ მარტო არ მიშვებენ... საკუთარ თავთან ჭიდილი მიწევს" - როგორია წარმატებული ქართველის მოდელის, მარიამ მანაგაძის ახალი ცხოვრება და კარიერა დუბაიში

2022-12-17 11:53:36+04:00


წარმატებულმა მოდელმა მარიამ მანაგაძემ ცოტა ხნის წინ დუბაიში ახალი ცხოვრება დაიწყო. სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოფიციალურად გახდა დუბაის მაცხოვრებელი და იდეალური სამსახურიც დაიწყო.

ამბობს, რომ კონტრაქტის თანახმად, ერთი წლის განმავლობაში, საქართველოში მხოლოდ 15 დღით შეუძლია ჩამოსვლა და აქვს საკმაოდ რთული გრაფიკი.

"დილის 7-ზე გასული სახლში საღამოს 7-ზე ვბრუნდები და დღის განმავლობაში, ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაოს ვასრულებ. სახლში მარტო ვარ და კონტაქტი არავისთან მაქვს. გარეთაც მარტო არ მიშვებენ, რადგან მათ აიღეს ჩემზე პასუხისმგებლობა და შესაბამისად, ზრუნავენ კიდეც, რაც ძალიან მომწონს - დღეს მოლში ვიყავით და ხელის დასაბანადაც კი არ გამიშვეს მარტო, თუმცა, ეს ყველაფერი სასიამოვნოსთან ერთად, რა თქმა უნდა, ძალიან რთულიცაა" - ამბობს გოგონა "თბილისელებთან" საუბარში.

მარიამს განსაკუთრებით გაუჭირდა ცეკვის მიტოვება, თუმცა ამბობს, რომ საქართველოში არსებულმა ნეგატივმა სხვა გზა არ დაუტოვა.

"ბოლოს მხოლოდ ცეკვა მქონდა დარჩენილი და მართლა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა „სუხიშვილების“ გოგონებთან გამომშვიდობება. თუმცა სხვა ყველაფრისთვის უკვე თავი მქონდა დანებებული და გულწრფელად ვიტყვი, მინდოდა იმ ნეგატივს მოვშორებოდი, საქართველოში ასე დიდი დოზით რომ არის. ეს შემოთავაზებაც ზუსტად იმ დროს გამოჩნდა, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ავდექი და ახალი ცხოვრებისკენ გადავდგი ნაბიჯი. ეს პირადი ურთიერთობის ფონზე გავაკეთე. პირად ურთიერთობებში ითვალისწინებ სხვის აზრსაც და გიწევს დათმობაზე წასვლა. ამ მიზეზით იყო, რომ ბოლო პერიოდში მხოლოდ ცეკვით ვიყავი დაკავებული და სხვა საქმეებს შევეშვი.

წაიკითხეთ სრულად