ახლოვდება 14 თებერვალი – განსაკუთრებული დღე ყველა შეყვარებულისთვის. რა თქმა უნდა, ყველაზე რომანტიკული ბრენდი ვერ დარჩებოდა გულგრილი ამ დღისთვის და განსაკუთრებული, სადღესასწაულო კოლექცია გამოუშვა.
იხილეთ ფოტოგალერეა
2013 წლის რომანტიკული კატალოგიდან მოდელები "Victoria’s Secret-ის ანგელოზებმა" - კენდის სვეინპოლმა, ბარბარა პალვინმა, კარლი კლოსმა, შანელ იმანმა, ბეხატი პრინსლუმ და ლილი ოლდრიჯმა – წარმოადგინეს.
როგორც ყოველთვის, Victoria’s Secret-ის ლუკბუკი ამჯერადაც რომანტიკული, ვნებიანი და ძალიან სექსუალური გამოვიდა.
ფერთა გამაში ჭარბობს შავი და წითელი, ასევე, ვარდისფერი, ატმისფერი და თეთრი. კოლექციაში არა მარტო ბიუსტჰალტერები და ბიკინებია წარმოდგენილი, არამედ გამჭვირვალე პენუარები, მაქმანებიანი კომბინაციები, სექსუალური ბოდეები, აბრეშუმის ხალათები, პიჟამები და მაისურები.
ნახეთ ფოტოგალერეა და ვალენტინობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კოლექციის სარეკლამო ვიდეორგოლი.
იხილეთ ფოტოგალერეა
იხილეთ ვიდეო