40 წლის ევა ჰერციგოვამ ნამდვილი პროფესიონალიზმი გამოავლინა. მან საინტერესო მდგომარეობაში მყოფმაც არ მიატოვა მოდელის კარიერა და სარეკლამო რგოლში გაშიშვლდა.
იხილეთ ფოტოგალერეა
ფეხმძიმე ევა ჰერციგოვა Brian Atwood-ის ფეხსაცმლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის რეკლამაში გადაიღეს. მისი მომრგვალებული მუცელი ოსტატურად არის დაფარული კამერების მიერ და ზურგიდან მოდელის სხეული იმდენად მოხდენილია, ეჭვი შეგეპარებათ, ნამდვილად ორსულად არის ის თუ არა.
რეკლამის შემქმნელებმა დაადასტურეს ეს ფაქტი, თუმცა არ დააკონკრეტეს, ფეხმძიმობის რომელ თვეში იმყოფებოდა მოდელი გადაღებების დროს. თავად ევა არ აკეთებს ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს. ის ამჟამად 6 თვის ორსულია და მშობიარობისთვის ემზადება.