"ის ურჩევნია მამულსა, რომ შვილის სჯობდეს მამასაო" - ნათქვამია, მაგრამ ხშირად ამ გამოთქმას ახალი თაობა ვერ ამართლებს. ამის დასტურია სექსუალური კიმ ბესინჯერისა და ქალთა გულთამპყრობელი ალეკ ბოლდუინის ქალიშვილის სადებიუტო გამოსვლა მოდის ასპარეზზე.
იხილეთ ფოტოგალერეა
ცნობილი მსახიობების ქალიშვილის სამოდელო დებიუტი და მისი პირველი ფოტოსესია კრიტიკოსებმა უარყოფითად შეაფასეს. აღმოჩნდა, რომ კარგი გარეგნობა სულაც არ არის საკმარისი - გოგონამ აშკარად არ იცის კამერასთან მოქცევა და საკუთარი პლუსების წარმოჩენა. სავარაუდოდ, ბევრი მუშაობა მოუწევს, რომ თუნდაც დედის, კიმ ბესინჯერის დონეს მიაღწიოს.
ჟურნალი "რეიტინგი" (გამოდის ორშაბათობით)