სუპერმოდელი ნაომი კემპბელი შავი ავაზა აღარ არის. დიდი ხანია, მსოფლიო ცდილობს პოდიუმის ვარსკვლავის ვარცხნილობის საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ ამაოდ... მას ხან ქარისგან მომძვრალი და გაფრენილი პარიკებით ვხედავთ პაპარაცულ ფოტოებზე, ხან იმას ვისმენთ, როგორ უვლის ნაომი კემპბელი თმას ჭურჭლის სარეცხი სითხით.
იხილეთ ფოტოგალერეა
ახლა კი მოდელმა საერთოდ გაგვაოცა. ბრაზილიური Vogue-ის ყდაზე ის გრძელ, ქერა თმაში მოგვევლინა.
სიმართლე ითქვას, არავინ იცის, სინამდვილეში რა ხდება 42 წლის მოდელის თავს, მაგრამ Vogue-ის ფოტოებზე რომ ის ძველებურად შოკისმომგვრელად გამოიყურება, ეს ფაქტია და ფოტოშოპის დამსახურებაა ეს თუ პარიკების, უკვე აღარავის აინტერესებს!