28 წლის მოდელი და ტელეწამყვანი თამარა ექლსტოუნი მამაკაცების ცნობილი ჟურნალის მაისის ნომრის გმირი გახდა. თამამ ფოტოსესიაში თამარამ საკუთარი თავი განასახიერა – მილიარდერის მდიდარი და ლამაზი ქალიშვილი.
იხილეთ ფოტოგალერეა
Playboy-ს ახალი ნომრის ყდაზე "ფორმულა 1"-ის მფლობელის, ბრიტანელი მილიარდერის ბერნი ექლსტოუნის ქალიშვილი სრულიად შიშველი წარსდგა. როგორც ცნობილია, გოგონას საუკეთესო მეგობრები ბრილიანტებია. ამიტომაც თამარას ღირსებებს სწორედ ეს მბრწყინავი ქვები ფარავს.
"ძალიან ვამაყობ ამ შესანიშნავი კადრით. როგორც ქალი, ვთვლი, რომ არ უნდა გვრცხვენოდეს საკუთარი სხეულის წარმოჩენის, თავს მშვენიერ არსებად უნდა ვგრძნობდე, როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. Playboy დიდი ხანია, ეტალონია ლამაზი ქალების წარმოჩენაში. ძალიან მიხარია, რომ ამ ჟურნალის ისტორიის ნაწილი გავხდი", - ამბობს ექლსტოუნი.
თამარას მშობლების რისხვის არ ეშინია. ჯერ ერთი, ეს მისი პირველი შიშველი ფოტოსესია არ არის; მეორეც, ბრიტანელი ლამაზმანის მშობლები არ მისდევენ მკაცრ მორალურ წესებს. თამარას დედას – მოდელ სლავიკა ექლსტოუნს – თავადაც უპოზიორია ფოტოგრაფების წინ ზედმეტი სამოსის გარეშე, ხოლო 81 წლის მამა გასულ წელს 35 წლის ბრაზილიელ ფაბიან ფლოსზე დაქორწინდა. ბერნი ექლსტოუნსა და ახალ მეუღლეს შორის არა მხოლოდ ასაკშია დიდი სხვაობა, არამედ სიმაღლეშიც.
თამარა ექლსტოუნს პერის ჰილტონის ევროპულ ვარიანტს უწოდებენ, მაგრამ თავად გოგონა თვლის, რომ მას ცოტა აქვს საერთო ჰილტონების სკანდალურ შთამომავალთან.
"მინდა, საკუთარი კარიერა ავაწყო; მინდა, დავუმტკიცო ადამიანებს, რომ თავადაც შემიძლია, განვვითარდე, როგორც პიროვნება და არა, როგორც მდიდარი მშობლების შვილი. ხალხი პერის ჰილტონის ევროპულ ვერსიად მომიხსენიებს, მაგრამ მე სხვა ვარ. ვიცი, რომ არასოდეს ვიქნები ისეთი წარმატებული, როგორც მამაჩემია, მაგრამ ბევრი შემიძლია და არ შემიძლია, მხოლოდ ერთი კურორტიდან მეორეზე ვიარო", - განუცხადა Daily Telegraph-ს თამარამ.
მართლაც, თამარა რამდენიმე წელი ოჯახის ბიზნესის სამსახურში იდგა – აკეთებდა "ფორმულა-1"-ის რბოლების კომენტარებს ტელეკომპანია Sky Italia-სთვის. თამარა ასევე გადაიღეს რეალითი-შოუში "მილიარდერის ქალიშვილი", სადაც თეთრეულის რეკლამას აკეთებდა და ცდილობდა, გამოეშვა შამპუნი Formula Uno. ეს იდეა არ მოეწონა მამას – ბერნი ექლსტოუნს და ქალიშვილს ბრენდი "ფორმულა-1"-ის გამოყენება აუკრძალა.
იხილეთ ფოტოგალერეა