რამდენიმე დღის წინ მოდელი მირანდა ქერი საკუთარი კოსმეტიკური ხაზის რეკლამაში გადაიღეს. ფოტოსესიის კონცეფციის მიხედვით, მოდელი ღრმად ამოჭრილ საცურაო კოსტიუმში უნდა გადაეღოთ. თითქოს მირანდასთვის ჩვეული ამპლუაა, პრაქტიკულად, "უნიფორმა", თუმცა ქერის სრული ფორმები ნამდვილად უჩვეულოდ გამოიყურება.
იხილეთ ფოტოგალერეა
ტოპ-მოდელების განხილვა და განსჯა – თავისშესაქცევი საქმიანობაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი ამის მიზეზსაც გვაძლევენ. კოლეგების ფონზე მაღალფეხება ავსტრალიელი ლამაზმანი დიდი ხანია, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სამოდელო ბიზნესში. პირველ რიგში, ის ბედნიერია ქორწინებაში ცნობილ მეუღლესთან, ორლანდო ბლუმთან; მეორეც, ზრდის არაჩვეულებრივ ვაჟს – ფლინს; მესამეც, წარმატებით ხელმძღვანელობს საკუთარ ბიუთი-მარკას.
საერთო სურათს მხოლოდ ერთი რამ აფუჭებს – მირანდა ქერის საეჭვო გამომშვიდობება Victoria’s Secret-თან.
ცნობამ იმის შესახებ, რომ ტოპ-მოდელი "ანგელოზი" აღარ არის, ყველა გააოგნა. სხვა რომ არაფერი, მირანდა თეთრეულის ცნობილი მარკის ყოველწლიური ჩვენების მთავარი გმირი იყო. ერთნი ქერის რთულ ხასიათს მიუთითებენ მიზეზად; მეორენი ამტკიცებენ, რომ მირანდას კონტრაქტი იმის გამო არ გაუგრძელეს, რომ ავსტრალიელმა თავად გადაწყვიტა წასვლაო.
ტოპ-მოდელი კი ამბობს, რომ მას იმდენი საკუთარი პროექტი აქვს განსახორციელებელი, რომ გრძელვადიანი კონტრაქტებით თავის შებოჭვა აღარ შეუძლია. "მაქსიმუმ სამი თვე", - ამბობს საქმიანი მირანდა ქერი.
რამდენიმე დღის წინ მაიმიში ბედნიერი დედა და მეუღლე საკუთარი კოსმეტიკური მარკის, Kora-ს სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა. მირანდა თეთრი კედლის ფონზე თამამ საცურაო კოსტიუმში პოზირებდა. მაგრამ ქერის მკერდი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ქალებს იმაში არწმუნებდა, რომ Victoria’s Secret-ის საცვლები შეეძინათ, სადღაც გამქრალიყო.
თუ წინა ხედით უჩვეულო დანაკარგი თვალშისაცემი არ არის, გვერდიდან მისი თითქმის არარსებობა ძალზედ შესამჩნევია. თუმცა გასაგებია: სამმაგი "ფუშაფები" სასწაულებს ახდენს (ამასთან, ყოვლისშემძლე ფოტოშოფიც ხელმისაწვდომია!), მაგრამ მაინც... მირანდა ქერის ასეთი მოკრძალებული პარამეტრები ძალზედ უჩვეულოა. სამაგიეროდ, რა ფეხებია!
იხილეთ ფოტოგალერეა