ანდრეი პაჟიჩმა სარისკო ნაბიჯი გადადგა: მოდელი-ანდროგენი მამაკაცების ერთ-ერთი მოდური ჟურნალის ფოტოსესიისთვის სრულიად გაშიშვლდა.
2011 წელს ნამდვილ სენსაციად ქცეული ანდრეი პაჟიჩი მასიური ინფორმაციის თვალსაწიერიდან თითქოს გაქრა, თუმცა 2013 წლის გაზაფხულზე მან კვლავ შეგვახსენა თავი და მამაკაცების მოდური ჟურნალისთვის პროვოკაციულ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.
პაჟიჩი ფოტოებზე გრძელ ქერა თმაშია და აბსოლუტურად შიშველი. შეგახსენებთ, ანდრეი პაჟიჩი თავის ჯერჯერობით მოკლე კარიერაში ერთდროულად რამდენიმე სკანდალის მონაწილე გახდა.
ჯერ იყო და ის მამაკაცების ერთ-ერთი ჟურნალის მკითხველებმა შეცდომით 2011 წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელეს. შემდეგ კი, ამავე წლის დეკემბერში, პაჟიჩმა ქალის თეთრეულის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და მთელი მსოფლიოს წინაშე ფუშ-აფ ეფექტის მქონე ბიუსტჰალტერით წარსდგა.
თუმცა ამით ანდრეი პაჟიჩის თავგადასავლები არ დასრულებულა. იმავე წელს მისი შიშველი გამოსახულებით გამოვიდა ჟურნალი Dossier. ბევრმა ის არასრულწლოვან გოგონად აღიქვა და ცდილობდნენ, აეკრძალათ მისი გაყიდვა.
ანდრეი პაჟიჩი ბიძგი გახდა იმისთვის, რომ მოდის ასპარეზზე ანდროგენული სილამაზე გამოეჩინათ. ანდრეი პაჟიჩის კვალდაკვალ მოდურ ინდუსტრიაში ასობით გაურკვეველი სქესის მოდელი გამოჩნდა. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა იყო – უკრაინელი სტავ სტარშკოს დებიუტი კომპანია Toyota-ს სარეკლამო რგოლში.