უკვე ხუთი თვეა, რაც წარმატებით მიმდინარეობს რეალითი-შოუ "ტოპ-გოგო", რომელშიც ქართველი კონკურსანტების გარდა, მეზობელი ქვეყნების: რუსეთის, უკრაინის, ლიტვისა და ყაზახეთის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას.
კონკურსის ფარგლებში გოგონებს საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვთ: დადიან სპორტ-დარბაზებში, სალონებში, აქვთ კვების გარკვეული რეჟიმი, მათი მონაწილეობით ეწყობა ცნობილი და დამწყები დიზაინერების ჩვენებები და ფოტოსესიები, რისი მიხედვითაც ყოველი კვირის დასასრულს ვლინდება ორი აუტსაიდერი, ერთ-ერთი მათგანი კი პროექტს ტოვებს.
კონკურსი დასასრულს უახლოვდება. სულ ხუთი მონაწილეა დარჩენილი, რომელთა შორისაც არიან: თათაკო ხურცილავა, ალისა კუზმინა, ელენა ფილიევა, ევია ვილისტერი და ეკო ოქროპირიძე.
კონკურსის ერთ-ერთმა წამყვანმა და ჟიურის წევრმა საშა პრიშვინმა სპეციალურად ჟურნალ "ბომონდისთვის" მოაწყო გოგონების ცხელი და სექსუალური ფოტოსესია. როგორ გაართვეს თავი კონკურსანტებმა ამ დავალებას, თავად განსაჯეთ.
იხილეთ ფოტოგალერეა