ჟიზელ ბიუნდჰენი – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მოდელია; ამავდროულად, ის ბედნიერი ცოლი და ორი შვილის დედაა... და რაც მთავარია, ის ულამაზესია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ბრაზილიის ქალაქ ორიზონტინას მკვიდრი უკვე 20 წელია, მოდის ბიზნესში მოღვაწეობს და მთელი ამ დროის განმავლობაში უმაღლეს კლასს აჩვენებს. არც სიცხეს, არც სიცივეს და არც ორ ორსულობას არ შეუშლია მისთვის ხელი, რომ თავდაუზოგავად ემუშავა.
ამ ყველაფრის საზღაურად – ის ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა და აღიარებულია დიზაინერების, ფოტოგრაფებისა და სხვა fashion-დიზაინერების მიერ, როგორც ყველაზე უკონფლიქტო და ლამაზი ტოპ-მოდელი.
სხვათა შორის, გამოკითხვის შედეგად, ტოპ-სტილისტების უმეტესობა აღიარებს, რომ ჟიზელს მოდელებსა და ვარსკვლავებს შორის საუკეთესო თმა აქვს. სხეულზე ხომ საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია: მოხდენილობის შენარჩუნებაში ჟიზელი იშვიათ ნებისყოფას იჩენს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, ძალიან უყვარს ჭამა, განსაკუთრებით, ნუში და ერთი მუჭა ამ მაგარნაჭუჭიანი ნაყოფის გარეშეც სახლიდან არ გადის.
ჟიზელი არა მარტო ალამაზებს სამყაროს, არამედ აკეთილშობილებს კიდეც მას. მოდელი თავისუფალი ნების ელჩია და მსოფლიოს ეკოლოგიურ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს.
ასევე ის Photoshop-ის კაკტეგორიული წინააღმდეგია. თავად ხომ უნაკლოა და პრინციპში, რაში სჭირდება?
იხილეთ ფოტოგალერეა