ბრიტანელი ქალბატონების კდემამოსილებაზე დაუსრულებლად შეიძლება საუბარი, მაგრამ შეხედავ თუ არა 39 წლის ქეით მოსს, მაშინვე საწინააღმდეგოში დარწმუნდები. სიმორცხვისგან მოდელი არასოდეს იტანჯებოდა. მისთვის გაშიშვლება მარტივია – მიზეზით თუ მის გარეშე. მით უმეტეს, სიშიშვლის გარეშე ვერ გადაიღებდნენ ავტორუჯის რეკლამას ქეითის მონაწილეობით.
იხილეთ ფოტოგალერეა
სამოდელო ბიზნესში სულ უფრო მეტი და მეტი ახალი სახე ჩნდება. მაგრამ ქეით მოსი 39 წლის ასაკში ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მოდელად ითვლება.
წელს ტოპ-მოდელი სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების კომპანიის, St.Tropez-ის სახე გახდა და მის ავტორუჯს უკეთებს რეკლამას. ხოლო იმისათვის, რომ ოქროსფერი რუჯის რეკლამა უკეთ გაეკეთებინა, მას სხეული... მთელი თავისი მომხიბვლელობით უნდა წარმოეჩინა.
ქეითი ფერმკრთალ გოგონებს ურჩევს, რომ თუ ამ ზაფხულს ზღვაზე წასვლა ვერ მოახერხეს, აუცილებლად გამოიყენონ ავტორუჯი:
"როცა თქვენი კანი გარუჯულია, ეს საკმარისია იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდეთ. შესაძლოა, შინაგანად თავს ცუდად გრძნობდე, მაგრამ გარეგნულად მაინც ჯანმრთელი და დასვენებული იერი გექნება", - განმარტავს ქეითი ამ ტრენდის უპირატესობებს.
როგორც ცნობილია, მზეზე საათობით წოლამ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მიაყენოს ჩვენს ჯანმრთელობას და კანს. ამიტომაც მოდელი ირწმუნება, რომ მეტად უსაფრთხო და სასიამოვნო რუჯის მიღება St.Tropez-ის ავტორუჯის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ზოგიერთ კადრში ქეითი თეთრ საცურაო კოსტიუმშია, ზოგში კი შავში ჩნდება, რაც კიდევ უფრო უსვამს ხაზს მის გარუჯულ სხეულს. მაგრამ იმისათვის, რომ საბოლოოდ დაგვარწმუნოს ამ ავტორუჯის ხარისხში, ქეითი სრულიად შიშველიც გვევლინება.