რამდენჯერ აღმოჩენილან ვარსკვლავები უხერხულ სიტუაციაში... ვიღაც ძალიან გრძელ კაბაში იხლართება და პირდაპირ სცენაზე ეცემა, ვიღაცას წითელ ხალიჩაზე გავლისას კაბა სძვრება ან უხერხულ ადგილას ერღვევა. მირანდა კერი, რომელიც არაერთხელ აღმოჩენილა კურიოზულ სიტუაციაში, ახლაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე CR Fashion Book-ის პირველი ნომრის გამოსვლისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ბევრი სტუმარი საღამოზე შავ ფერში გამოწყობილი მივიდა, რადგან იცოდნენ ჩვენების მთავარი გმირის, კარინ როიტფელდის ამ ფერისადმი განსაკუთრებული სიყვარულის შესახებ.
30 წლის ავსტრალიელმა მოდელმა მირანდა კერმა კაბის ძალიან საინტერესო მოდელი აარჩია პრემიერისთვის. კაბის ზედა ნაწილი ნახევრად გამჭვირვალე მაქმანით იყო შეკერილი, ხოლო ქვედაბოლო – მყარი ზამშისგან.
მიუხედავად იმისა, რომ მაქმანი ძალიან ნაზი და სიფრიფანა იყო, მისი ორმაგი ფენა მირანდას მკერდს ფარავდა და 30 წლის მოდელს უადგილო ადგილას რომ არ აეწია ხელები, ეს კონფუზიც არ მოხდებოდა. რა თქმა უნდა, პაპარაცებმა მაშინვე დააფიქსირეს პიკანტური მომენტი.