ავტორები პეტიციისა, რომელსაც უკვე 23 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, კომპანია Victoria’s Secret-ს მოუწოდებენ, მომავალი ჩვენებისთვის მიიწვიონ მოდელი-ტრანსსექსუალი.
როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ჩვენებაში კარმენის მონაწილეობა მსოფლიოში ცნობილ სუპერმოდელებთან ერთად, ლგბტ-საზოგადოების ფარგლებში, ბოლოს მოუღებს ჰომოფობიას.
კარმენმა, რომელიც ნიუ-ჯერსიში ბიჭად, კრისტოფერად დაიბადა, სახელი და გარეგნობა შეიცვალა, შემდეგ reality-შოუში, Drag Race RuPaul-ში მიიღო მონაწილეობა და მეხუთე ადგილი დაიკავა. შოუს დასრულების შემდეგ კარმენმა აქტიურად დაიწყო მამაკაციდან ქალად გარდაქმნის პროცესი და სულ მალე გააფორმა კონტრაქტი Elite Model Mamennag-თან.
ჯერჯერობით უცნობია, რა სტადიაზე იმყოფება მისი სქესის შეცვლის პროცესი, თუმცა ამ წლის მარტში კარმენმა "ფეისბუქში" დაწერა: "მე ქალი გავხდი. გადავლახე საფინალო ზღვარი. შეწყვიტეთ ჩემი უკან დახევა".
კარმენ კარერა ლგბტ-საზოგადოებისთვის ერთგვარ ეტალონად იქცა. Mail Online-ის მონაცემებით, ჟურნალმა W Magazine-მა უკვე ორჯერ დაბეჭდა ტრანსსექსუალი ყდაზე. გარდა ამისა, კარმენმა მონაწილეობა მიიღო ლოს-ანჯელესში ახლახან გამართულ მოდის კვირეულში.
თუ Victoria’s Secret-ი გაითვალისწინებს მოწოდებას და კარმენს ჩართავს თავის ჩვენებაში, მაშინ ის მსოფლიოში პირველი ტრანსსექსუალი-მოდელი იქნება, რომელმაც ანგელოზის ფრთები მოირგო.
თუმცა, კარერა ერთადერთი მოდელი არ არის, რომელმაც სქესი შეიცვალა და ამით პრესის ყურადღება მიიპყრო. საქვეყნოდ ცნობილია ანდროგენული სერბი მოდელი ანდრეი პაჟიჩი თავისი უნიკალური გარეგნობით, რომელიც ერთნაირი წარმატებით იღებს მონაწილეობას როგორც მამაკაცის, ასევე ქალის ტანსაცმლის ჩვენებებში.
ასევე, ცნობილია მოდელი-ტრანსსექსუალი ლეა T, რომელიც მამაკაცად დაიბადა, ქალად გარდაიქმნა და მალე ბრაზილიური Elle-ის გარეკანზეც მოხვდა.