ბრაზილიაში სილამაზის კონკურსი "მის ბებო" ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობის მისაღებად მთავარი კრიტერიუმი ბებიობაა.
აღნიშნულ კონკურსში ასაკით ყველაზე უმცროსი ბებია 45 წლისაა, ყველაზე "ხანდაზმული" კი - 55-ის. თუმცა ვიდეოს ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ამ ასაკში ტოლს არ უდებენ მათზე ბევრად ახალგაზრდა მოდელებს.
ბრაზილიელი ქალები მსოფლიოს ყველაზე ცეცხლოვანი ქალების ტიტულს ბოლო რამდენიმე წელია, არ თმობენ. მათი გარუჯული ტანი და შესაშური ფორმები გულგრილს ვერავის ტოვებს. ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყნის მასშტაბით, ყოველი მესამე გოგონა სამოდელო ბიზნესშია ჩართული ან სამბას სკოლაში ცეკვავს.
იხილეთ ვიდეო