რამდენიმე დღის წინ ბრაზილიელმა ტოპ-მოდელმა, ჟიზელ ბიუნდჰენმა "ინსტაგრამზე" საინტერესო ფოტო გამოაქვეყნა.
ფოტოზე კარგად ჩანს, როგორ უკეთებენ გადაღების წინ სტილისტები ჟიზელს თმას, ფრჩხილებს და მაკიაჟს, ამ დროს კი მოდელი ძუძუს აჭმევს თავის ერთი წლის გოგონას - ვივიანს.
"რა მეშველებოდა ჩემი სტილისტების გარეშე, 15 საათის ფრენისა და მხოლოდ სამი საათის ძილის შემდეგ?" – წერს მოდელი საკუთარ ბლოგში.
ადრე ჟიზელმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ის თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად იოგას ვარჯიშობს.
როგორც ჩანს, 33 წლის მოდელისთვის ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა დედობაა და ამას კარიერას საკმაოდ წარმატებულად უთავსებს.