ნიდერლანდელმა ლამაზმანმა დაუტცენ კრეზმა გადაწყვიტა, დაკეცოს ფრთები და დატოვოს ბრენდ Victoria’s Secret-ის ანგელოზთა რიგები.
იხილეთ ფოტოგალერეა
როგორც დასავლეთის პრესა იტყობინება, ლონდონში გამართული შოუ კრეზისთვის, როგორც Victoria’s Secret-ის ანგელოზისთვის, პოდიუმზე ბოლო გამოსვლა იყო.
ერთ-ერთი ვერსიით, მოდელმა ბევრად საინტერესო წინადადება მიიღო თეთრეულის სხვა ბრენდებისგან და ამიტომაც აღარ გააგრძელა კონტრაქტი Victoria’s Secret-თან.
მეორე ვერსიით – მეორე ბავშვის დაბადების შემდეგ დაუტცენმა ვერ შეძლო დაებრუნებინა ძველი ფორმები და გადაწყვიტა, აღარ მიიღოს მონაწილეობა საცვლების ჩვენებებში.
ასეა თუ ისე, ოფიციალური კომენტარები ამ თემასთან დაკავშირებით მოდელს არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს ბრიტანეთის დედაქალაქში Victoria’s Secret-ის მე-19 ყოველწლიური შოუ გაიმართა, რომლის ერთ-ერთი მონაწილე დაუტცენ კრეზიც იყო. მოდელი პოდიუმზე ქალიშვილის, მილენა მეის დაბადებიდან მე-4 თვეს გავიდა.
იხილეთ ფოტოგალერეა