პიეტრო ბოსელი – ლონდონის უნივერსიტეტთან არსებული კოლეჯის მათემატიკის მასწავლებელია.
იხილეთ ფოტოგალერეა
ერთ-ერთმა სტუდენტმა, არიფ აზლიმ ინტერნეტში აღმოაჩინა, რომ მისი მათემატიკის მასწავლებელი ახლო წარსულში სუპერმოდელი ყოფილა და ჯორჯო არმანის ჩვენებებშიც მონაწილეობდა. თუმცა პიეტრომ მოგვიანებით სამეცნიერო საქმიანობა არჩია და ის დღეს პედაგოგია.
სხვათა შორის, პიეტროს დოქტორის ხარისხი აქვს მანქანათმშენებლობის განხრით და მას საკუთარი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულიც კი აქვს.
Linkedln-ის ინფორმაციით, პიეტრო თავდაპირველად ასისტენტად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტის კოლეჯის ლექტორად გადავიდა.
სამოდელო საქმიანობის დასრულების შემდეგ პიეტრო თავით გადაეშვა სამეცნიერო საქმიანობაში, თუმცა თავი არ დაუნებებია ფიტნესისთვის. თუ მის "ინსტაგრამს" დავუჯერებთ, ის კვლავაც შესანიშნავ ფორმაშია.
იხილეთ ფოტოგალერეა