86 წლის ბადი ვინკლი ელვის სისწრაფით გახდა "ინსტაგრამის" ვარსკვლავი და ახლა უკვე Fashion-ინდუსტრიასაც ნელ-ნელა იპყრობს. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ბადიმ მონაწილეობა მიიღო ბრენდ DimePiece’s-ის საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექციის რეკლამაში.
იხილეთ ფოტოგალერეა
უნდა შეგეძლოს, მოდასაც იუმორით შეხედო! ეს უკვე დიდი ხანია დაამტკიცეს დიზაინერებმა არა მხოლოდ სასაცილო სამოსისა და აქსესუარის წარმოდგენისას, არამედ საკუთარ სარეკლამო კამპანიებში სახალისო პერსონაჟების გამოჩენითაც - ისეთებით, როგორიც არის ბადი ვინკლი.
ბევრი დიდი ხანია იცნობს "ინსტაგრამის" ვარსკვლავს, 86 წლის ბებია ბადის. ბადი ცხოვრებას შესაშური პოზიტიურობით უყურებს და შესაბამისადაც იცვამს. მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, გადაიღოს ტოპით და შორტით, ასევე, სურათი და შემდეგ განათავსოს "ინსტაგრამზე", რომელსაც მის მაგივრად შვილთაშვილი მართავს.
86 წლის ბებიის სწორედ ეს პოზიტივი და გამბედაობა შეაფასეს სათანადოდ DimePiece’s-ის დიზაინერებმა და ბადი საკუთარი სარეკლამო კამპანიის გადაღებებზე მიიწვიეს. ლოსანჯელესური მარკა პლაჟის კოსტიუმებს უშვებს. ამიტომაც ვინკლის საცურაო კოსტიუმებსა და ბადე-პარეოებში პოზირება მოუხდა.
ფოტოებიდან ჩანს, რომ გადაღების პროცესისგან Fashion-ბებია უზომო სიამოვნებას იღებს.
იხილეთ ფოტოგალერეა