გაიცანით, ეს კარმენ დელ'ორიფიჩეა. ის 84 წლის არის და წარმატებული მოდელია.
იხილეთ ფოტოგალერეა
კარმენს აქტიურად იღებენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ჟურნალებში. ის გამოდის პოდიუმზე და ბევრი სარეკლამო კამპანიის სახეა.
მისი სილამაზისა და ახალგაზრდობის საიდუმლო ძალიან მარტივია: მას უყვარს ბევრი ძილი და ცურვა, ასაკს კი ისე იღებს, როგორც საჭიროებას.
კარმენი არ მალავს, რომ პლასტიკური ქირურგიისთვის ხშირად მიუმართავს, "ყოველთვის მოიძებნება გარეგნობაში რაიმე შესასწორებელი".
ის 15 წლის ასაკში გახდა მოდელი, ამ დროს უკვე ჩანდა Vogue-ისა და Bazaar-ის ყდებზე. მას შემდეგ კარმენს საყვარელი საქმისთვის არცერთი დღით არ უღალატია.
იხილეთ ფოტოგალერეა
კარმენი გინესის რეკორდების წიგნშიც არის შესული, როგორც ყველაზე დიდი კარიერის მქონე მოდელი.
იუბილეს წინ დელ'ორიფიჩემ გულახდილი ინტერვიუ მისცა ამერიკულ ჟურნალ New You-ს. "სექსში ისეთივე გურმანი ვარ, როგორც საკვებში" – თქვა მან ინტერვიუში. ამის დაჯერება ძნელი არ არის, რადგან კარმენის ტემპერამენტის (როგორც ჩანს, მას ეს იტალიელი მამისგან ერგო შთამომავლობით) შეუმჩნევლობა შეუძლებელია.
"საოცარი ცხოვრება განვვლე! ბევრი იცით მოხუცი ქალი, რომლის ფოტოც პენსიონერის მოწმობისთვის ნორმან პარკინსონის მიერ არის გადაღებული?" – თქვა კარმენმა ერთ-ერთ ინტერვიუში. თავად სალვადორ დალიმ კარმენი საკუთარ მუზად აღიარა.
კარმენი არ მალავს, რომ ოცნებობს, 100 წლამდე იცოცხლოს, ხოლო სიკვდილს "მაღალ ქუსლებზე აპირებს".
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, აღვფრთოვანდეთ ამ ქალბატონით და მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და შთაგონება ვუსურვოთ.
ბევრი წელია ის ქვეყანას უმტკიცებს, რომ მთავარია, გჯეროდეს საკუთარი თავის, არ შეგრცხვეს ასაკის, მიიღო ცხოვრებისგან ყველაფერი და დატკბე თითოეული მომენტით. სწორედ ეს არის დღეგრძელობისა და მარადიული მომხიბვლელობის ჯადოსნური ელექსირი.
იხილეთ ფოტოგალერეა