როგორიც უნდა იყოს თქვენი პასუხი, ის არასწორი იქნება, რადგან მოდელი კრისტი ბრიკლი 61 წლის არის.
ზოგიერთი ამბობს, რომ მარადიული სილამაზისა და ახალგაზრდობის სანაცვლოდ კრისტიმ სული ეშმაკს მიჰყიდა.
სანამ თანატოლი მოდელები საპენსიო მოწმობას იღებენ, კრისტი თავისი უნაკლო სხეულითა და გარეგნობით წითელ ხალიჩაზე იწონებს თავს.
"აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ მალე 60 წელი შემისრულდება, თითქოს ჩემი ცხოვრების პიკზე ვარ", - თქვა ბრინკლიმ 60 წლის იუბილეს წინ.
კრისტი აშშ-ში გაიზარდა და ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. 1973 წელს, პარიზის ფოსტაში, შემთხვევით კრისტის ყურადღება მიაქცია ამერიკელმა ფოტოგრაფმა, ეროლ სოიერმა. ასე დაიწყო ბირკლის სამოდელო კარიერა.
1973 წლიდან მოყოლებული ბრინკლი 500-ზე მეტი ჟურნალის ყდაზე დაიბეჭდა, მათ შორის იყო Vogue, Glamour, Rolling Stone, Esquire.
ბირკლი ოთხჯერ იყო გათხოვილი და მას სხვადასხვა ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს. პირველი ქალიშვილი ცნობილი მუსიკოსის, ბილი ჯოელისგან ჰყავს, რომელთანაც ქორწინებაშიც ყველაზე დიდხანს, 9 წელი იცხოვრა.
რა არის კრისტის მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო?
{{ArticleSplitCont}}
პირველ რიგში, არ იფიქროთ ასაკზე – გვირჩევს კრისტი ბრინკლი. ის დარწმუნებულია, რომ ციფრები პასპორტში არანაირ კავშირში არ არის იმასთან, როგორ გრძნობ თავს.
{{ArticleSplitCont}}
ნუ დატანჯავთ და ნუ შეზღუდავთ თავს. 13 წლიდან კრისტი მხოლოდ ხილს, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებს მიირთმევს. ის ვეგეტარიენელია, მაგრამ ყველანაირი მკაცრი დიეტის წინააღმდეგია . ქერა ლამაზმანი თავს უფლებას აძლევს, მიირთვას მაკარონი და ბევრი სხვა რამ და ყველას ურჩევს, ზედმეტად არ შეზღუდონ კვებაში თავი.
{{ArticleSplitCont}}
ჩაიცვით შესაფერისად. 2014 წელს კრისტი Sport Illustrated-ის საიუბილეო ნომრისთვის გადაიღეს. აღსანიშნავია მოდელის სტილის და ზომიერების შეგრძნება ჩაცმაში: 60 წლის 3 შვილის დედამ უფლება არ მისცა საკუთარ თავს, ზედმეტად გულახდილ ფოტოსესიაში მიეღო მონაწილეობა. თუმცა, ამ ზომიერებაშიც აშკარად ჩანდა კრისტის უნაკლო სხეულის ფორმები.
{{ArticleSplitCont}}
დიდი დრო გაატარეთ ბავშვებთან. მთელ თავისუფალ დროს კრისტი შვილებს უთმობს. თავბრუდამხვევი კარიერის მიუხედავად, კრისტი პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახს აყენებდა.
{{ArticleSplitCont}}
დაკავდით სპორტით. კრისტი ამტკიცებს, რომ სწორედ სპორტი აძლევს მას ასეთ ენერგიას. ყოველდღიურად ის 100-მდე აზიდვას აკეთებს, დაკავებულია ფიტნესით ან იოგით, რეგულარულად დარბის დილაობით. გარდა ამისა, 60 წლის ქერა ლამაზმანი გიჟდება სპორტის ექსტრემალურ სახეობებზე.
{{ArticleSplitCont}}
არ მიაქციოთ ყურადღება სამოსის ზომას. კრისტი აღიარებს, რომ მისი წონა გამუდმებით იცვლება. ბრინკლის გარდერობში არის 40-დან 44 ზომამდე შარვლები, მაგრამ ეს მას საერთოდ არ ანაღვლებს. მოდელი ამტკიცებს, რომ იდეალური ქალი არ არსებობს და ყველას ურჩევს, უბრალოდ სწორად შეარჩიონ სამოსი. იდეალურია: გამოკვეთოთ ღირსებები და დაფაროთ ნაკლოვანებები.