როგორი ფერის ინტერიერი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი ფერის ინტერიერი შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის შესაფერისი ფერი და ტონალობა არსებობს, რაც მათ ემოციურ განწყობაზე მოქმედებს. არ გაინტერესებთ, რა ფერის ინტერიერი, როგორი ავეჯი ან ოთახის წყობა მოგიხდებათ და რაზე უნდა თქვათ უარი?

ვერძს მძაფრი შეგრძნებები არ აკლია. ამიტომ მას მშვიდი ფერები მოუხდება, რომლებიც ემოციებს არ აღუძრავს. ინტერიერში გამოიყენეთ ნათელი ფერები, ნათელი შპალერი ყვავილებით ან გეომეტრიული ფიგურებით დაპრინტული.

მაგრამ ოთახი მოსაწყენი რომ არ მოგეჩვენოთ, ერთი ნათელი წერტილი - ფერადი ფარდები, მუქი ფერის სავარძელი ან წითელი მაცივარი - მაინც გამოიყენეთ.

ავეჯის სტილი მოსახერხებელი, კლასიკური უნდა იყოს. ვერძებს კომფორტული დასვენება უყვართ. ამიტომ უპირატესობას არა ულტრათანამედროვე ავეჯს, არამედ დროის და ადამიანების მიერ გამოცდილს ანიჭებენ.

ჯიუტ და შრომისმოყვარე კუროსთვის სახლი მისი ციხესიმაგრეა.


სადაც მოისვენებენ და ენერგიას აღიდგენენ. მისი სახლი ჟურნალებსა და ტელევიზორში ნანახ ვარსკვლავურ სასახლეს მოგაგონებთ. კუროსთვის მნიშვნელოვანია, ინტერიერი იყოს მაქსიმალურად კომფორტული და მყუდრო. ფერებს რაც შეეხება, კურო დისჰარმონიას ვერ იტანს. მისთვის შესაფერისი ფერებია მწვანე და ყვითელი.

ტყუპისთვის მისაღები ოთახია მნიშვნელოვანი, სადაც მეგობრებს უმასპინძლებს.


ამიტომ მეგობრების კომფორტისთვის ტყუპი მოსახერხებელ სავარძლებს შეიძენს. მაგიდა აუცილებლად მრგვალი უნდა იყოს, სადაც იგი საქმიან და მეგობრულ მოლაპარაკებებს გამართავს. ტყუპი ბინაში თანამედროვე სტილს მიანიჭებს უპირატესობას, - ხაზებს, ერთმანეთში გარდამავალ ფერებს.

რომანტიკულ კირჩხიბს განმარტოებისთვის ბინაში ერთი კუთხე უნდა ჰქონდეს.


მათ ძველებური ნივთები იზიდავთ და ბინაში საგვარეულო ავეჯს, ჭურჭელს გამოფენენ. მათი სახლი სავსეა ძვირფას ჩარჩოებში ჩასმული წინაპრებისა და ნათესავების ფოტოებით. კირჩხიბი მშვიდ, კეთილშობილურ ფერებს აირჩევს - ლურჯს, მუქ ვარდისფერს, ყავისფერს.

ლომი ცეცხლოვანი ნიშანია და მის სახლში წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერები უნდა ჭარბობდეს.


ლომს მისაღებ ოთახში უყვარს გართობა და მეგობრების მიღება. ხშირად კი განმარტოება და ფიქრი, დასვენება. მისაღებ ოთახში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას, აუცილებლად უნდა იყოს ბარი - მეფური მასპინძლის სიამაყის საგანი.

ქალწულს
ინტერიერი მცირე საგნებით აქვს მორთული. ოთახში ცივ და გამჭვირვალე ტონებს იყენებს.


შპალერი შეიძლება ცისფერი ან ვერცხლისფერი შეარჩიოს. აგრეთვე, მწვანე. მკვეთრი ფერებისგან - ყვითელი, წითელი, ბორდოსფერი - შეიძლება დეპრესია დაემართოს.
სასწორი
გაწონასწორებული ადამიანია.


ინტერიერი მშვიდ ფერებში აქვს გადაწყვეტილი, მაგრამ მის სახლში ხშირად უამრავი ნივთი იყრის თავს. ზოგი ბავშვობას აგონებს, ზოგი საყვარელი ადამიანის ნაჩუქარია და არც ძველმოდური ნივთების გადაყრას ჩქარობს. რაც შეეხება ფერებს, სასწორს ცივი ფერები შეესაბამება - მუქი ლურჯი, ცისფერი, იასამნისფერი, ვარდისფერი.

მორიელს უნიკალური ნივთები იზიდავს, ისეთები, რომლებსაც ყველა სახლში ვერ შეხვდებით.


მისი სახლი მორთულია ძველებური ავეჯით, ეგზოტიკური ქვეყნებიდან ჩამოტანილი აქსესუარებით, უნიკალური ნახატებითა და ქანდაკებებით. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი საკმაოდ იმპულსური ნიშანია, ინტერიერში კლასიკურ, მშვიდ ტონალობას ანიჭებს უპირატესობას.

მშვილდოსნის ოთახი ფართო, ნათელი, მრავალფუნქციური უნდა იყოს.


მათ უყვართ ძვირად ღირებული ნივთები. მშვილდოსნებს მოუხდებათ ნათელი და ცივი ფერები: თეთრი, ნაცრისფერი, ღია ცისფერი და ნაზი იასამნისფერი.
კონსერვატორ თხის რქას სახლში ყოფნა ყველაფერს ურჩევნია.


ამიტომაც მისი ბინა იდეალური უნდა იყოს. სავარძელი - მოსახერხებელი, იატაკზე დაგებული ნოხი - ფუმფულა. შუქი - სასიამოვნო, არამკვეთრი. ავეჯი, ისევე, როგორც ჩაცმისა და ცხოვრების სტილი - კლასიკური. თხის რქისთვის იდეალური ფერების შეხამებაა: შავი და წითელი (მწვანე, ლურჯი). უპირატესობას კი შავ-თეთრ ტონალობას ანიჭებენ.

მერწყულს
, მიუხედავად იმისა, რომ ჰაერის ნიშანია და არა წყლის, ლურჯი ფერი უყვარს.


იგი თანამედროვე ტექნიკისა და აპარატურის ფანატიკოსია. მისი სახლი ულტრათანამედროვე ტექნიკითაა მოწყობილი. მერწყულმა ინტერიერი, ლურჯის გარდა, შეიძლება ნაცრისფერ ან მეტალისფერში მოაწყოს.

თევზებს წარმატებას მოუტანთ იისფერი, მწვანე, ლურჯი და ვერცხლისფერი ფერები.

თუ ფანტაზიის განვითარება სურთ, ოთახში ნარინჯისფერი აქსესუარები უნდა განათავსონ. თევზები კედლებზე ლამაზ ნახატებს ჩამოჰკიდებენ. ბინაში რამდენიმე განათებას (ჭაღს, ბრებს) აანთებენ, რათა ნათელი ინტერიერი იყოს.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93