თუ მძაფრი სურვილი გაგიჩნდათ, რომ ინტერიერი განაახლოთ, დრო და ბიუჯეტი კი არ გყოფნით, რამდენიმე მარტივი საშუალება არსებობს საამისოდ, თან ისე, რომ კაპიკი არ დახარჯოთ.
1. ავეჯის გადაადგილება
კარგად გადაავლეთ თვალი თქვენი ავეჯის განლაგებას, გააანალიზეთ, შეხედეთ ამ საკითხს გლობალურად. მაგალითად, სამზარეულოს სკამები სასადილო ოთახის ინტერიერსაც შეიძლება მოარგოთ, ან თუნდაც სავარძელს შეგიძლიათ შეუცვალოთ ადგილი და მოათავსოთ საძინებელში. დაგვიჯერეთ, ამით არაფერი დაშავდება, ინტერიერი კი განახლდება.
2. ქსოვილი
დარწმუნებულნი ვართ, თქვენს კარადაში მოიძებნება ისეთი ქსოვილები, რომელთა არსებობა აღარც გახსოვდათ. შეიარაღდით ნემსითა და ძაფით და შეგიძლიათ შეკეროთ ახალი ლარნაკის სადგამი, ბალიშის პირი ან სხვა რამე აქსესუარი. ესეც ძალიან მოუხდება თქვენს ინტერიერს.
3. გადარგეთ ყვავილები
თუ სახლში გაქვთ ქოთნის ყვავილები, დროა გადარგოთ, საამისოდ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ უბრალო ალუმინის ქილა, რომელსაც დეკორატიულად გააფორმებთ.
4. კედლებზე სურათები დაკიდეთ
მოიძიეთ სახლში სურათის ჩარჩოები, რომლებიც ალბათ გექნებათ სახლში, მეგობრებისა და ახლობლების ნაჩუქარი. გადახედეთ თქვენს ოჯახურ ალბომს, დაბეჭდეთ ახალი ფოტოები, გააკეთეთ კოლაჟი და განათავსეთ კედელზე. ეს ძალიან ლამაზი იქნება და კარგ ხასიათზეც დაგაყენებთ ხოლმე.
5. გამოიყენეთ მოსართავები
ნუ დაელოდებით ახალ წელს, მორთეთ თქვენი სახლი მოსართავებით. ის თქვენს სახლს სიმყუდროვეს შესძენს. მკრთალი შუქი კი რელაქსაციის საშუალებას მოგცემთ. სრულად...