ცნობილმა ფოტოგრაფმა პატრიკ დემარშელიემ, უნიკალური წიგნი-ალბომი Dior Couture, სპეციალურად Dior-ის სახლისთვის შექმნა.
გამოცემა 240 გვერდიანია და ბრენდის ბოლო 65 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას აცოცხლებს. მრავალრიცხოვან ფოტოსესიებში, რომლებიც შანხაიში, ნიუ-იორკში და პარიზში გაიმართა, ისეთი ცნობილი მოდელები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან: ჟიზელ ბუნდჰენი, საშა პიროვაროვა, კარლი კლოსი, მაგდალენა ფრაკოვიაკი და მსახიობი შარლიზ ტერონი. Dior Couture უკვე გაყიდვაშია.