საჯარო ბიბლიოთეკის სადღესასწაულო დარბაზში საქართველოს 20 წარმატებული ქალი პოდიუმზე გაივლის. ლიკა ყაზბეგის ცნობილი პროექტი "წარმატებული ქალი პოდიუმზე" მეოთხედ იმართება, რომელიც 15 დეკემბერსაა დაგეგმილი
-ვინ გყავს მოწვეული წლევანდელ პოდიუმზე გასასვლელად?
- უკვე მეოთხედ ვაკეთებ პროექტს "წარმატებული ქალი პოდიუმზე". თავიდან ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი თუ ასეთი მისაღები იქნებოდა ყველასთვის ეს ჩვენება. წესით მე უნდა ვეძებდე ცნობილ და წარმატებულ ქალბატონებს პროექტში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ პირიქით ხდება და თავად მიკავშირდებიან.
ეს სასიამოვნოცაა და ცოტა უხერხულიც, ვინაიდან ხშირად მათი გარეგნობა უხერხული წარმოსაჩენი იქნება პოდიუმზე საზოგადოების წინაშე. ამიტომ თავაზიანი უარის თქმა მიწევს ხოლმე. რაც შეეხება წლევანდელ ღონისძიებას- დეფილეში მონაწილეობას ტრადიციულად 20 ქალბატონი მიიღებს. 10 ცნობადი სახე იქნება, დანარჩენებს კი საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მაგრამ თავიანთ საქმეში ნამდვილად წარმატებულები არიან.
- ვის ვნახავთ წელს პოდიუმზე?
- პოდიუმზე პირველად გამოვლენ ცნობილი მსახიობები ნანა ლორთქიფანიძე, მარინა საღარაძე. ასევე საქართველოში წლების წინ ჩატარებული პირველის სილამაზის კონკურსის გამარჯვებული ნუკა კაციტაძე, სალომე გოგიაშვილი, ნინო თოლორდავა.
- წლევანდელი დეფილე რითი იქნება განსხვავებული?
- წლევანდელი ჩვენება განსხვავებული იქნება იმით, რომ პირველად გამოიფინება პროექტის მონაწილე ქალბატონების ფოტოები. პოდიუმზე გამომსვლელ მონაწილეებს და ფოტოგამოფენას ერთად იხილავს მაყურებელი.
- წარმატებულ ქალბატონებს ვინ შემოსავს?
- წლევანდელ პოდიუმზე ქალბატონები თინათინ მაღალაშვილის, სალომე ამანათაშვილის, თაკო რუხაძისა და ეკა დოლიძის მიერ შექმნილი ტანსაცმლით გამოვლენ.
გიორგი ბერიძე