15 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ პატარა ბინა გაქვთ

15 ნივთი, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ, თუ პატარა ბინა გაქვთ
ჩვენ მიგახვედრებთ, როგორ უნდა განათავსოთ ნივთები ციცქნა ბინებშიც კი მოხერხებულად.
  1. ნაჭრის უჯრებიანი "თარო" შეგიძლიათ თავად შეკეროთ, ან უკვე მზა იყიდოთ. ჩამოკიდეთ სარეცხის მანქანაზე და გამოიყენეთ აუცილებელი ნივთების ჩასალაგებლად.
  2. ძალიან მოსახერხებელია მაცივარზე სანელებლების ქილების დამაგრება. თაროებს გაათავისუფლებთ და ყველაფერი ხელთ გექნებათ.
  3. თუ კედელსა და მაცივარს შორის მცირე დაშორებაა, გააკეთებინეთ ასეთი მოძრავი თარო, მასზე უამრავ ნივთს შეინახავთ.
  4. სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ დარჩენილი ადგილაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.
  5. ქაღალდის მეტალის კალათებში შეგიძლიათ ბოსტნეული შეინახოთ.
  6. ბოსტნეულის შენახვის კიდევ ერთი მოსახერხებელი საშუალებაა, ჩამოკიდოთ
    ისინი.
  7. თუ სამზარეულოში პატარა ფართი გაქვთ, გამოიყენეთ დასაკეცი მაგიდა, რომელსაც სურვილისამებრ გაშლით ან დაკეცავთ. სხვათა შორის, ასეთ დასაკეც მაგიდას პატარა საძინებელშიც იდეალურად გამოიყენებთ.
  8. როცა მცირე ფართი გაქვთ, თითოეული დეტალი უნდა გამოიყენოთ. მაგალითად, ასეთი, კარადის კედელზე ქვაბები და ტაფები ჩამოკიდოთ.
  9. მაგნიტის ლენტზე კი შეგიძლიათ მეტალის საგნები მიამაგროთ.
  10. ჭიქების შესანახად თაროს ჩამოსაკიდი დაუმაგრეთ და უფრო მეტი ჭურჭელი დაგეტევათ.
  11. გადაბრუნებული სკამი სააბაზანოში თაროს გაგივრობას გაგიწევთ. აქვე ერთი რჩევაც: სამზარეულოსთვის შეიძინეთ 1-2 ფერის პირსახოცები და ნივთები. ამგვარად სააბაზანო უფრო მოვლილი და ელეგანტური გამოჩნდება. ადგილის ეკონომიის მიზნით, სამზარეულოს კარზევე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ პირსახოცები.
  12. ყველა სახლში არის ადგილი კარის თავზე. დაამზადებინეთ კარადა - ღია ან დახურული, რომელშიც აკურატულად შეინახავთ ნივთებს.
  13. საძინებელში თუ ტუმბოს დასადგამი ადგილი არა გაქვთ, ლეიბზე დაამაგრეთ ნაჭრის ან პლასტიკატის უჯრებიანი "თარო". ასე ყველა ნივთი ახლოს გექნებათ. აგრეთვე, საწოლის თავთან შეგიძლიათ მოძრავი თარო დაამაგროთ. მასში კი უამრავ ნივთს შეინახავთ.
  14. პატარა ოთახში მუდამ უნდა გამოიყენოთ კუთხეები. თაროებზე კი უამრავ აუცილებელ ნივთს დააბინავებთ.
  15. შემოსასვლელში შეგიძლიათ პუფი ფეხსაცმლის კარადად გადააქციოთ. ან კარადის ნაცვლად ფეხსაცმელი ორიგინალურ თაროზე დაამაგროთ.

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30