პაკისტანელი მსახიობისა და მოდელის ვინა მალიკის გულახდილმა ფოტომ, რომელიც ჟურნალ FHM-ის ინდოეთის ფილიალის დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა, პაკისტანში სკანდალი გამოიწვია.
ადგილობრივმა მორწმუნეებმა გამოაცხადეს, რომ მალიკმა ყველა მუსლიმანი შეურაცხყო. ჟურნალის გარეკანზე მთლად შიშველი მალიკი იწონებს თავს, რომელსაც ხელზე გამოსახული აქვს აბრევიატურა ISI - პაკისტანის დაზვერვის გამომსახველი (Inter-Service Intelligence).
კონსერვატიულმა ღვთისმსახურმა მალუნა აბდულ კავიმ მკაცრად გააკრიტიკა მალიკი და გამოაცხადა, რომ მისი ფოტოები ყველა მუსლიმანისთვის სირცხვილია. ადრე მალიკს პაკისტანური საზოგადოების არაერთი ტაბუ დაურღვევია და კავის მაშინაც არაერთხელ გაუკრიტიკებია.
მალიკი ინდოეთში მოღვაწეობს, იქაურ რეალურ შოუებში მონაწილეობდა მცირე ხანს და ერთხელ ტელეეთერში კავის ღიადაც შეეკამათა.
ვინა მალიკმა ამჯერადაც დაიცვა თავი და განაცხადა, რომ ფოტოები მისი ნებართვის გარეშე გამოქვეყნდა. მისი თქმით, იგი დათანხმდა გულახდილ ფოტოსესიაზე, თუმცა გამოცემას შეუთანხმდა, რომ გარეკანზე მისი სხვა ფოტო იქნებოდა გამოტანილი, ისიც არანაკლებ თამამი, მაგრამ მაინც სხვა.
გარდა ამისა, გამოცემას უნდა დაეფარა მისი აბრევიატურა ISI - ფოტო ინდოეთის საზოგადოებრივი აზრის რწმენას დასცინოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ქვეყანაში მომხდარი ყველა უსიამოვნება პაკისტანის დაზვერვის ბრალია. ახლა მსახიობი აპირებს, რომ ჟურნალს სასამართლოში უჩივლოს.
ჟურნალის რედაქტორმა კაბირ შარმამ გამოაცხადა, რომ ყველაფერი მალიკთან იყო შეთანხმებული და რედაქციას შესაბამისი მტკიცებულებებიც აქვს.
პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ სანამ არ გაირკვევა ფოტოების ნამდვილობის საკითხი, ოფიციალური ხელისუფლება არავითარ ქმედებას არ მიმართავს.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)