ეპატაჟური მომღერალი რიანა კიდევ ერთხელ გადაიღეს სამოდელო ბრენდის, Armani--ს რეკლამაში. უკვე ქსელშია Empirio Armani Underwear და Armani Jeans-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული რიანას გულახდილი ფოტოები.
უკვე მერამდენედ გვიმტკიცებს მომღერალი, რომ ის არანაკლებ ნიჭიერი მოდელია. 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ფოტოები ძალიან სექსუალური, პროვოკაციული და ქალური გამოვიდა.
23 წლის მომღერალი უკვე მეორედ გაერთიანდა მოდის გიგანტთან, Emporio Armani-სთან და მისი სახეც გახდა. სულ მალე ჟურნალებსა და სარეკლამო ბილბორდებზე შეგიძლიათ იხილოთ მომხიბვლელი რიანა გამჭვირვალე, მაქმანებიან თეთრეულში.
პირველი სარეკლამო კამპანიისთვის რიანა თეთრ პარიკში ვნებიან ქალად მოგვევლინა. ახლა კი მომღერალი რომანტიკულ და ქალურ ამპლუას ირგებს. მერტისა და მარკუსის მიერ შექმნილი ახალი სარეკლამო კამპანიის წყალობით რიანა ბევრმა ნაზ და მგრძნობიარე ქალად აღიარა.
ნაზი ტალღოვანი თმა, აბრეშუმის ბლუზა, ვიწრო ჯინსი და ბაიკერის ქურთუკი - სარეკლამო ფოტოებზე ნათლად ჩანს, რომელ სამოსს ანიჭებს მომღერალი უპირატესობას, მისი გარდერობიც ხომ მსგავსი ტანისამოსით არის მდიდარი?!
იხილეთ ფოტოგალერეა
რაც შეეხება ჩანთებს, მომღერალი Moschino-ს კოლექციის თაყვანისმცემელია.