ინტერიერის გასალამაზებელი საჩუქრების საახალწლო იდეები

ინტერიერის გასალამაზებელი საჩუქრების საახალწლო იდეები
დეკემბრის მიწურული ის პერიოდია, როცა ყველა ცდილობს ბინა საახალწლოდ ორიგინალურად მორთოს. სცადეთ და ინტერიერი თქვენთვის კი არა, თქვენი საყვარელი ადამიანების გემოვნების გათვალისწინებით მორთეთ, ან აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს.

კლასიკა: სანთლები



სანთელი სახლში მუდამ ქმნის რომანტიკის, სიმშვიდის შეგრძნებას. გამოიყენეთ კლასიკური თეთრი ფერის გრძელი და წვრილი, ან დაბალი და მსხვილი (მყარი) სანთლები.


მათ ზედმეტი დეკორაცია აღარ მოუხდებათ. უბრალო, სადა სადგამი შეურჩიეთ. 

წიგნის საყრდენი



ეს შეიძლება იყოს ცხოველის სილუეტი ან დეკორაცია.


თუ მას საბავშვო ოთახში დადგამთ, პატარას წიგნების სიყვარულსა და
მათი მოფრთხილების სურვილს აღუძრავთ.
დეკორატიული ბალიშები




თუ იცით, რომ თქვენს მეგობარს ბალიშები უყვარს, შეურჩიეთ სხვადასხვა დიზაინისა და პრინტის ბალიშის ჩასადები. 
სახლი-სანათი




სიმყუდროვის შექმნა თუ გსურთ, მეტალის, თიხის ან ხის სახლებით ინტერიერი მორთეთ, რომლებსაც შიგნიდან სანთლით გაანათებთ.

ტექსტილის ნოხი



წავიდა მძიმე ხალიჩების დრო. ახლა მსუბუქი, დაპრინტული და ლამაზი ნოხებია მოდაში. 
ელექტრონული გირლანდა



საახალწლო განწყობის შესაქმნელად ოთახის კედელი ელექტრონული გირლანდით მორთეთ და ზედ სასიამოვნო ფოტოები მიამაგრეთ.

მინის ტარა



დეკორატიული ქილა კანფეტების ან ორცხობილის შესანახად სამზარეულოშიც კი სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნი.
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93