შეიძლება ჩვენს ხელფასზე საუბარი არ გვიყვარდეს, მაგრამ ჩვენი სახლები ამას ჩვენ ნაცვლად აკეთებენ და სტუმრებს დაწვრილებით უყვებიან სიახლეებს ჩვენი ფინანსური მდგომარეობის შესახებ, თუმცა არსებობენ მატყუარა სახლებიც.
მაგალითად, ჩემი მეგობრის სახლი. ყოველთვის, როცა მას ვსტუმრობ, მგონია, რომ მილიონერია, მიუხედავად იმისა, რომ ერთად შევიძინეთ მისი ოთახისთვის 5-ლარიანი ორნამენტებიანი სარკე, შემოსასვლელისთვის - დიდი გამჭვირვალე ლარნაკი 3 ლარად და ფრჩხილის ლაქით მოვხატეთ. გადავწყვიტე, მსგავსი ხრიკები თქვენთვისაც გამეზიარებინა:
1. მდიდრული ფერები
ვარდისფერი, ოქროსფერი და თეთრი - ფერების ასეთი შეხამება მშვიდ გარემოს და მოდურ ინტერიერს ქმნის. ფარდის ასეთი სამაგრის გაკეთება კი ძალიან მარტივად და იაფად, თეთრი თოკის დაწვნით შეგიძლიათ.
2. მინის სახელური
კრისტალის გამჭვირვალე სახელური ერთ-ერთია იმ აქსესუარებს შორის, რომლებიც მდიდრულ გარემოს ქმნის, სინამდვილეში კი მისი ყიდვა არც ისე ძვირი დაგიჯდებათ.
3. სილამაზე+სიმარტივე
ამბობენ, სილამაზე სიმარტივეშიაო და ეს მიდგომა სახლის მოწყობის დროსაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ერთი წითელი ყვავილი, უბრალო ლარნაკით თქვენს სახლს განსაკუთრებულ ხიბლს შესძენს.
4. ბოჰემური სტილი
თუ ბოჰემური სტილი გხიბლავთ, აუცილებლად დაგჭირდებათ სახლისთვის დამახასიათებელი, რაღაც გამორჩეული აქსესუარი, რომელიც უცხოდ და მდიდრულად გამოიყურება, თუმცა მისი დამზადება სახლშიც შეგეძლებათ.
5. კონტრასტი
დახვეწილი, ელეგანტური, ღია ფერის ფარდის სამაგრად გლუვი შავი ჯაჭვის გამოყენება თქვენს სახლს არაპროგნოზირებადს გახდის და სტუმრების გაოცებას გამოიწვევს.
6. ქამარი
ერთი შეხედვით უბრალო ფარდა და გამოუსადეგარი ქამარი ერთმანეთთან არაფერ შუაშია, თუმცა თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რომ მათ ერთმანეთის შევსება და ორიგინალური სტილის შექმნა შეუძლიათ.
7. ბუნებრიობა
ნუ დაგავიწყდებათ, რომ სამყარო ბუნებრიობისკენ მიისწრაფვის. სამზარეულოსა და საბავშვო ოთახში ამ წესის დაცვა ყველაზე მარტივია.
8. ელეგანტურობა
თეთრი ფარდა და ოქროსფერი სამაგრი საუკეთესო პარტნიორები არიან.