ფოტოშპალერის 5 იდეა, რომლებიც თქვენს სახლს გაამდიდრებს

ფოტოშპალერის 5 იდეა, რომლებიც თქვენს სახლს გაამდიდრებს
სახლი არის ადგილი, სადაც დატვირთული დღის შემდეგ დაღლილი დაბრუნდებით და თავი კომფორტულად და მშვიდად უნდა იგრძნოთ. კვლევების მიხედვით, ლამაზი ინტერიერი ხელს უწყობს რელაქსაციას, ამშვიდებს, მატებს ადამიანს შრომისუნარიანობას. დაღლილობასა და სტრესთან გამკლავება იმ ადამიანებისთვის უფრო მარტივია, ვინც ზრუნავს სახლის კეთილმოწყობაზე. თუმცა, ცხადია, ეს გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

იმისთვის, რომ სახლი გემოვნებიანად მოაწყოთ, საჭიროა ყველა დეტალზე ზრუნვა. კედლის საათი და კარის ჩარჩოც კი უნდა ეხამებოდეს ერთმანეთს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჭაღებსა და აქსესუარებზე. საუკეთესო გამოსავალი, მინიმალისტურად მოწყობილი სახლის გასამდიდრებლად
კედლის შპალერია, რომელიც განსაკუთრებულ სიმყუდროვესა და განსხვავებულ ელფერს შესძენს ინტერიერს.

გთავაზობთ  კედლის შპალერის რამდენიმე იდეას:


"სკვერის იმიტაცია". წარმოიდგინეთ, დაღლილი ზიხართ სავარძელში და ბუნების ხედზე მიირთმევთ ცხელ ჩაის ან ყავას. ეს ნათელი ფოტოშპალერი სადად მოწყობილ სახლს არამარტო გაამდიდრებს, ასევე შექმნის იმაზე დიდი სივრცის ილუზიას, ვიდრე რეალურად არის.


კიდევ ერთი დახვეწილი და კრეატიული ფოტოშპალერი ბუნების მოყვარულთათვის. ნისლიანი ტყის ხედი ოთახს სიმყუდროვესთან ერთად მისტიკურ და იდუმალ ელფერს შესძენს.


საუცხოოა ნაცრისფერსა და თეთრში გადაწყვეტილი ფოტოშპალერი, იდეალური ვარიანტია საძინებლისთვის.


რა გაახარებს თქვენს პატარას იმაზე მეტად, ვიდრე მულტფილმის გმირებთან ერთად ძილი და თამაში საკუთარ სახლში?


ბავშვებს უსაზღვრო ფანტაზიის უნარი აქვთ, თუმცა მათ გასახარებლად დიდი ძალისხმევა როდია საჭირო. ნათელი ფერები და ლამაზი ნახატები გაახალისებს თქვენი ბავშვის ოთახს. ამ ფოტოშპალერთან ერთად მინიმალისტური ავეჯიც კი საუცხოო გამოჩნდება.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93