საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შვილიშვილი, რუსეთში მოღვაწე წარმატებული ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე ცხოვრობს 1914 წელს აშენებულ ბინაში.
ოროთახიანი ბინის ინტერიერის დიზაინერი გიორგი (გეორგი) ჩაუშბაა. გიორგი ბათუმიდანაა, ცხოვრობს მოსკოვში და ასევე, ცნობილი თვითმფრინავების დიზაინერის - ვლადიმირ მიასშეჩევის სახლის ინტერიერის დიზაინერიცაა.
სოფო შევარდნაძის სახლი
ცნობილია, რომ გიორგი ჩაუშბა სოფო შევარდნაძის ბავშვობის მეგობარია. დიზაინერის სახლის კედლები გადატვირთულია ლამაზი ნახატებით.
სოფო შევარდნაძე ამბობს, რომ უბანი, სადაც ის ცხოვრობს, ერთ-ერთია მოსკოვში იმ იშვიათ ადგილებს შორის, სადაც მეზობლები არ გადაჩვეულან ურთიერთობას და სადაც დარჩა სასიამოვნო ადგილები ფეხით სეირნობისთვის. სწორედ ამიტომ სურდა მას აქ დაბინავება და დაღლილი, რთული დღის შემდეგ, სოფო სახლში შესანიშნავად ახერხებს განტვირთვას.
ბინა რუსული სტანდარტების მიხედვით პატარაა (76 კვმ). სწორედ ამიტომ, სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად გამოყენებულია ჩაშენებული ავეჯი და სხვა არაერთი ხრიკი, რომელიც პატარა ბინას უფრო პრაქტიკულს ხდის. ჭერის სიმაღლეა 3.6 მ. 6 ფანჯარა კი სრულებით საკმარისი აღმოჩნდა პატარა ბინის გასანათებლად. ბინის ერთადერთი უარყოფითი მხარე მოუხერხებელი წრფივი განლაგებაა, თუმცა კარგი ინტერიერის დიზაინერი ნებისმიერ ნაკლს შენიღბავს.
სახლი 1914 წელსაა აშენებული. ანტიკურობა ბინის ერთ-ერთი მთავარი პრივილეგიაა. სწორედ ამიტომ, ინტერიერის მოწყობის დროს ძირითადი აქცენტი გაკეთდა რესტავრირებაზე, ისე, რომ სახლს არ დაეკარგა ძველებური იერსახე.