ჰოლივუდის ვარსკვლავის თაყვანისმცემლები იმედგაცრუებულები დარჩნენ, როცა კომპანია Helena
Rubindtein-ის სარეკლამო კამპანიისთვის გადაღებული ფოტოები იხილეს.
თავად ფოტოები, რა თქმა უნდა, ძალიან დახვეწილია, თუმცა იმდენად, რომ 49 წლის მსახიობის ამოცნობა მათში თითქმის შეუძლებელია.
კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტებმა არა მხოლოდ ნაოჭები და კანის სხვა ნაკლოვანებები გააქრეს, არამედ მსახიობს ნაკვთებიც შეუცვალეს.
ფოტორედაქტორი კრეიგ განი აღნიშნავს, რომ ფოტოშოფის სპეციალისტებმა ზოგიერთ ფოტოზე მსახიობს შეუცვალეს ნიკაპი, კორექტირება გაუკეთეს მის ყვრიმალებს, თვალის ფერი გაუღიავეს, თმის ხაზი კი, პრაქტიკულად, იდეალურად სიმეტრიული გააკეთეს.
ცალკე აღებული ნაკვთების ცვლილებები თითქოს შეუმჩნეველია. თუმცა, საერთო ჯამში მსახიობი კარდინალურად შეცვლილია.
"საიდუმლო არ არის, რომ ფოტოკორექცია სილამაზის ინდუსტრიაში დღეს ფართოდ გამოიყენება. თუმცა, იდეალური სახეების შემხედვარე, ჩვეულებრივი, მოკვდავი ქალები თავს არასრულფასოვნად მიიჩნევენ და ხშირ შემთხვევაში დეპრესიაშიც ვარდებიან" - ამტკიცებს ფსიქოლოგი ლინდა პაპადუპოლისი.
აღსანიშნავია, რომ თავად მსახიობსაც არ აქვს ამჟამად იდილია ცხოვრებაში. მეტიც, ის ცხოვრების საკმაოდ რთულ ეტაპს გადის. ამიტომაც იდეალური ფოტოები კიდევ მეტ კითხვას ბადებს. გასული წლის ნოემბერში დემი ეშტონ კატჩერს დაშორდა.
სავარაუდოდ, ამის მიზეზი ქმრის ღალატი გახდა. იანვარში დემი კლინიკაში მოხვდა, სადაც განშორებისშემდგომ იარებს იშუშებდა. ასე რომ, Helena Rubindtein-ის მიერ წარმოდგენილი ფოტოები რეალობას ნაკლებად ასახავს.
იხილეთ ფოტოგალერეა